თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2021, 14:36
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1519,
კომენტარები: 11
ფაბრიციო რომანო: "რაიოლა ყველაფერს აკეთებს პოგბას გასაყიდად"
მინო რაიოლა გამოსავალს ეძებს - პოლის წასვლა რეალურია.
ფაბრიციო რომანო:
ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ინტერვიუ მისცა Caught Offside– ს, რომელშიც ისაუბრა პოლ პოგბასთან შექმნილ ვითარებაზე, რომლის მომავალი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

"ამ მომენტში მისი წასვლა მაინც ყველაზე სავარაუდოა, რადგან მინო რაიოლამ ამ ზაფხულისთვის დაგეგმა ტრანსფერი, როგორც ეს ნოემბერში აღინიშნა," - თქვა რომანომ. - "ის კვლავ გეგმავს პოგბას ახალ კლუბში გადაყვანას. ამ ეტაპზე მისი გეგმაა გამოსავალი მოძებნოს. რაიოლას საჯარო გამოსვლის შემდეგ, დაიწყო პოგბამ საუკეთესო ფორმის გამოვლენა".

"უცნაური სიტუაციაა, მაგრამ თავად მოთამაშე ძალიან პროფესიონალია. რაიოლას გამოსვლის მეორე დღეს, პოგბა სოლსკიაერს ესაუბრა და უთხრა: "მე, როგორც ყოველთვის, პროფესიონალი ვიქნები. არ ინერვიულო, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება". ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ არავინ არ გადაიხდის იმას, რაც "იუნაიტედს" სურს, მაშინ რატომ არ დარჩება, მაგრამ ამ ეტაპზე მას კლუბის შეცვლა სურს".

"ყველაზე საინტერესო რაც დადგება მომავალ ზაფხულს, იქნება ფეხბურთელის ფასი, რადგან მას მოქმედი კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელი დარჩა და "იუნაიტედმა" ერთხელ უკვე შეცდომა დაუშვა, როცა ის გაუშვა "იუვენტუსში." კლუბი მისთვის ყოველთვის ითხოვდა 100 მილიონ ევროს. გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" მათ შესთავაზა გაცვლითი გარიგება დუგლას კოშტას, მირალემ პიანიჩის, ადრიენ რაბიოსა და აარონ რემზის სახით, მაგრამ "იუნაიტედმა" ყოველ ჯერზე უპასუხა: "არა, გაცვლა არ გვინდა, მხოლოდ ფული გვჭირდება". ეს არის სიტუაცია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ზაფხულს და რა ფასი იქნება. არც ისე ადვილია 100 მილიონი ევროს მიღება იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც კონტრაქტზე დარჩენილია ერთი წელი. ჯერჯერობით ყველაფერი გახსნილია და რაიოლას გეგმებიც შეიძლება შეიცვალოს".

რომანომ კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი პოტენციური ტრანსფერის სიტუაციის შესახებ - სანჩოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".

"მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში. ვნახოთ, სანჩო მათთვის პრიორიტეტად რჩება თუ არა, მაგრამ თუ მათ წინაშე დგას გარემარბის შეძენა, ისინი ალბათ ისევ ამ ვარიანტს მიმართავენ, როგორც მთავარ მიზანს, რადგან მათ უკვე აქვთ შეთანხმებული ფეხბურთელთან."

"სანჩო მზად იყო შარშან ზაფხულში გაწევრიანებულიყო "იუნაიტედში", მათ პირადი კონტრაქტი ჰქონდათ და მისი აგენტები კლუბთან შეთანხმდნენ. ის გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ როგორც ყველამ ვიცით, პრობლემა იყო "დორტმუნდის" პოზიცია. მომავალ ზაფხულში სიტუაცია სხვაგვარად იქნება, რადგან სხვა კლუბები ჩაერთვებიან, ამ დროისთვის ვერ დავასახელებ მათ, ვინც მზად არის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჩვენ ყველაფერს ვნახავთ მარტში, როდესაც კლუბები დაიწყებენ დიდი გარიგების მომზადებას".

"დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" საქმეში იქნება, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ ერთი თავდამსხმელი, დემბელე გაეფორმებინათ 80 მილიონ ევროდ, მაგრამ მათ ამ ფულის შენახვა მომავალ ზაფხულამდე არჩიეს."

რომანოს მიერ გაკეთებული კიდევ ერთი კომენტარი გრილიშის "ასტონ ვილადან" შესაძლო წასვლის შესახებ.

"ამ დროისთვის ამბობენ, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა "იუნაიტედი" ფეხბურთელს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიასთან დაკავშირებით. თუ გულშემატკივარი არ დაბრუნდება სტადიონებზე, კლუბები გააგრძელებენ უზარმაზარი თანხების დაკარგვას. ეს გახდება ძალიან სერიოზული პრობლემა და არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", არამედ არცერთ სხვა კლუბს არ შეეძლება ისეთი დიდი ფეხბურთელების გაფორმება, როგორიცაა გრილიში ან სანჩო."
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
29 იანვარი 2021 14:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ვნახოთ რაიქნება ზაფხულში შეილება არც წაბიდეს და თუ ას ეითამაშებს აულ იყოს თუ წაგავდგება მხოლოდ არაფერს დაგვაკლებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2021 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ჯერ ადრეა ზაფხულამდე ბევრი რანე შეიძლება შეიცვალოს მანამდე
0
№3
ავტორი: dzia_David
29 იანვარი 2021 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძაან არარეალურ რამეს ვწერ ეხლა მაგრამ სანჩო კეინი გრილიში გუნდში და მანჩესტერის დომინირება თან ინგლისის ნაკრებშიც ბოლო წლების ნატვრა მქონდა :Dd
0
№4
ავტორი: shotkin
29 იანვარი 2021 16:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე მაინც ვთვლი რო ადამა დიალოს და პელისტერში ჯამში 40 მილიონის გადახდას ჯობდა სანჩო მოეყვანათ, კანფეტივით დაგვატკობდა ეხლა წინა ხაზში მითუმეტეს ბრუნოს ასეთი შედეგიან სეზონთან ერთად ტიპს 52 თამაშში 28 გოლი და 18 ასისტი აქ ანუ ვინმე კლასნი რო გვეყენოს, მარსიალის მაგივრად ბევრად ლაღი თავდასხმა იქნებოდა და ბრუნოს ეს პროდუქტიულობაც უფრო აისახებოდა გუნდზე ვიდრე ეხლაა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2021 17:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ყოველ თვეში სხვადასხვა რაღაცები იწერება პოგბაზე :)
0
№6
ავტორი: makaveli
29 იანვარი 2021 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აიიი სუ ამას ვამბობ რაიოლაზე რო თავის ფეხბურთელებს არ აჩერებს დიდი ხანი არსად. იმიტო ვამბობ ჰოლანდი არ გვინდათქო რო 1-2 წელში ტვინს მოუ.ტ.ყ.ნავს და გადაიყვანს რეალში. მეზიზღება ეგ განდილა კაცი რა.. დონარუმაც შეაზიზღა ფანებს, იბრას მოატარა მსოფლიო რასაც ქვია რამდენი ეგეთი კაცია, რავი ალბათ ამის ფეხბურთელი არარსებობს ვინც ერთ გუნდში დარჩა და დარჩა რასაც ქვია
0
№7
ავტორი: David_Beckham7
29 იანვარი 2021 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მაგით შოულობს საკომისიოებს და მართლა რო ბედნიერად გრძნობდეს კონკრეტული ფეხბირზტელი თავის გუნდში თავს ეს ცენზურაი რაიოლა აირევს მაინც ტვინს, ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერის განმავლობაში ჩავარდნა და პირიქით დაინტერესება სხვა კლუბებიდან გამოიყენებს ეგეთ მომენტს, მეც ჰალანდის შემთხვევაში ამაზე მწყდება გული თორე სხვა მხრივ უძლიერესი ტრანსფერი იქნებოდა
0
№8
ავტორი: levionok
29 იანვარი 2021 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რეალურად რომ ვთქვათვინ ყიფულობს პოგბას? რეალი? რეალს მთელი რესურსის გამიყენება ბამპეზე აქვს გადაწყვეტილი და იქ ვალვერდე და კაზემირო ურჩევნიათ ყავდეთ მეორე იუვენტუეი რომელიც 2 წელიწადში აეაფერი არ იქნება და თავიდან ექნება გუნდი ასაწყობი(ზედმეტად გადაბერებული შემადგენლობა ყავს) არც ხელფასი ექნება სხვაგან ამაზე მეტი და არც როლი!პსჟ სხვა საქმეა რეგულარულად მპიგებენ სოფლის ჩემპიონატს და ამით იამაყებენ და ეგ იქნება...ვფიქრობ უნდა დარჩეს და გააგრძელოს პროგრესირება ამაზე კარგი ვარიანტი არ აქვს
0
№9
ავტორი: gogita1991
30 იანვარი 2021 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
იუვე და რეალი არ მგონია მაგ თანხის გადამხდელი და რჩება მარტო პსჟ მანდ კიდე არამგონია წავიდეს ალბათ უფრო ახალ კონტრაქტს გააფორნებს
0
№10
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2021 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ანუ რა გამოდის რომ დიალოში 40მ გადავიხადეთ აქეთ გრინი გვყავს და პელიატრი კიდე და სანჩოა ვიყიდით?! არ დაიჯეროთ ეგ ზღაპარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top