29-01-2021, 14:36
ნანახია: 1520,
კომენტარები: 11
ფაბრიციო რომანო: "რაიოლა ყველაფერს აკეთებს პოგბას გასაყიდად"
მინო რაიოლა გამოსავალს ეძებს - პოლის წასვლა რეალურია.
ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ინტერვიუ მისცა Caught Offside– ს, რომელშიც ისაუბრა პოლ პოგბასთან შექმნილ ვითარებაზე, რომლის მომავალი "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
"ამ მომენტში მისი წასვლა მაინც ყველაზე სავარაუდოა, რადგან მინო რაიოლამ ამ ზაფხულისთვის დაგეგმა ტრანსფერი, როგორც ეს ნოემბერში აღინიშნა," - თქვა რომანომ. - "ის კვლავ გეგმავს პოგბას ახალ კლუბში გადაყვანას. ამ ეტაპზე მისი გეგმაა გამოსავალი მოძებნოს. რაიოლას საჯარო გამოსვლის შემდეგ, დაიწყო პოგბამ საუკეთესო ფორმის გამოვლენა".
"უცნაური სიტუაციაა, მაგრამ თავად მოთამაშე ძალიან პროფესიონალია. რაიოლას გამოსვლის მეორე დღეს, პოგბა სოლსკიაერს ესაუბრა და უთხრა: "მე, როგორც ყოველთვის, პროფესიონალი ვიქნები. არ ინერვიულო, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება". ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ არავინ არ გადაიხდის იმას, რაც "იუნაიტედს" სურს, მაშინ რატომ არ დარჩება, მაგრამ ამ ეტაპზე მას კლუბის შეცვლა სურს".
"ყველაზე საინტერესო რაც დადგება მომავალ ზაფხულს, იქნება ფეხბურთელის ფასი, რადგან მას მოქმედი კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელი დარჩა და "იუნაიტედმა" ერთხელ უკვე შეცდომა დაუშვა, როცა ის გაუშვა "იუვენტუსში." კლუბი მისთვის ყოველთვის ითხოვდა 100 მილიონ ევროს. გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" მათ შესთავაზა გაცვლითი გარიგება დუგლას კოშტას, მირალემ პიანიჩის, ადრიენ რაბიოსა და აარონ რემზის სახით, მაგრამ "იუნაიტედმა" ყოველ ჯერზე უპასუხა: "არა, გაცვლა არ გვინდა, მხოლოდ ფული გვჭირდება". ეს არის სიტუაცია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ზაფხულს და რა ფასი იქნება. არც ისე ადვილია 100 მილიონი ევროს მიღება იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც კონტრაქტზე დარჩენილია ერთი წელი. ჯერჯერობით ყველაფერი გახსნილია და რაიოლას გეგმებიც შეიძლება შეიცვალოს".
რომანომ კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი პოტენციური ტრანსფერის სიტუაციის შესახებ - სანჩოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".
"მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში. ვნახოთ, სანჩო მათთვის პრიორიტეტად რჩება თუ არა, მაგრამ თუ მათ წინაშე დგას გარემარბის შეძენა, ისინი ალბათ ისევ ამ ვარიანტს მიმართავენ, როგორც მთავარ მიზანს, რადგან მათ უკვე აქვთ შეთანხმებული ფეხბურთელთან."
"სანჩო მზად იყო შარშან ზაფხულში გაწევრიანებულიყო "იუნაიტედში", მათ პირადი კონტრაქტი ჰქონდათ და მისი აგენტები კლუბთან შეთანხმდნენ. ის გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ როგორც ყველამ ვიცით, პრობლემა იყო "დორტმუნდის" პოზიცია. მომავალ ზაფხულში სიტუაცია სხვაგვარად იქნება, რადგან სხვა კლუბები ჩაერთვებიან, ამ დროისთვის ვერ დავასახელებ მათ, ვინც მზად არის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჩვენ ყველაფერს ვნახავთ მარტში, როდესაც კლუბები დაიწყებენ დიდი გარიგების მომზადებას".
"დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" საქმეში იქნება, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ ერთი თავდამსხმელი, დემბელე გაეფორმებინათ 80 მილიონ ევროდ, მაგრამ მათ ამ ფულის შენახვა მომავალ ზაფხულამდე არჩიეს."
რომანოს მიერ გაკეთებული კიდევ ერთი კომენტარი გრილიშის "ასტონ ვილადან" შესაძლო წასვლის შესახებ.
"ამ დროისთვის ამბობენ, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა "იუნაიტედი" ფეხბურთელს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიასთან დაკავშირებით. თუ გულშემატკივარი არ დაბრუნდება სტადიონებზე, კლუბები გააგრძელებენ უზარმაზარი თანხების დაკარგვას. ეს გახდება ძალიან სერიოზული პრობლემა და არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", არამედ არცერთ სხვა კლუბს არ შეეძლება ისეთი დიდი ფეხბურთელების გაფორმება, როგორიცაა გრილიში ან სანჩო."