"მანჩესტერ იუნაიტედმა" გაავრცელა განცხადება გუშინდელი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელებში კლუბის ფეხბურთელების რასობრივი მოტივით შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გუშინდელი მატჩის შემდეგ კლუბის ფეხბურთელებს რასობრივად ავიწროვებდნენ სოციალურ ქსელში", - ნათქვამია განცხადებაში. ”ჩვენ ამას სრულიად ვგმობთ და სიხარულით ავღნიშნავთ, რომ სხვა გულშემატკივრები გმობენ ასეთ მანიფესტაციებს."
"მანჩესტერ იუნაიტედი" კატეგორიულად ეწინააღმდეგება რასიზმის ან დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას და დიდი ხანია ეწინააღმდეგება ამ ფენომენს All Red All Equal კამპანიის საშუალებით.
"გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ამ უტვინო იდიოტების იდენტიფიკაცია, რომლებიც თავიანთ ნამდვილ სახელებს მალავენ. ჩვენ მოვუწოდებთ სოციალურ მედიასა და მარეგულირებელ ორგანოებს, გააძლიერონ ძალისხმევა მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად."
"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებს, რომელთაგან ერთი იყო აქსელ ტუანზებე.