თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2021, 14:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1241,
კომენტარები: 8
ოლე თამაშის შემდეგ
ჩემი ჩათვლით ყველა გასაკრიტიკებელია.
ოლე თამაშის შემდეგ
ორი ცუდი გოლი

ეს დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველი შეტევისა და კუთხურის შემდეგ გოლი გავუშვით. ჩვენ ბურთის სრული ფლობა გვქონდა, მაგრამ როცა ასეთ გოლებს უშვებ, ყოველთვის რთულია. ჩვენ საკმარისი შანსები არ შეგვიქმნია. ჩვენ ზეწოლა მოვახდინეთ მეტოქეებზე, მაგრამ მათ ზურგს უკან ვერ ჩავდიოდით, რომ მართლა საშიში შანსები შეგვექმნა და ანგარიში გაგვეთანაბრებინა.

არავითარი ფანტაზია

ჩვენ არ გვყოფნიდა ინსპირაცია, პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს. ისინი კარგად იცავდნენ და არ ტოვებდნენ თავისუფალ ადგილს. ჩვენ არ გვქონდა სწორი იდეები და გადაწყვეტილებები, არ გვქონდა შესრულების ღირსეული დონე, არ გვქონდა ტემპი, არ გვქონდა ხარისხი. პირველ ტაიმში კიდევ რჩებოდა გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ისინი და როცა 1: 0 წააგე, ყოველთვის მდევრის როლში ხარ. ისინი მთელი გუნდით თავს კარგად იცავდნენ და ჩვენ არ გვქონდა გამოსავალი, რომელიც ამ თავდაცვის გახსნას შეუწყობდა ხელს.

მსაჯების გადაწყვეტილებების შესახებ

თუ კარგად დააკვირდებით, დევიდ დე ხეას ზიანი მიაყენეს. ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ბილ შარპი მოტრიალდა და უბიძგა დევიდს ისე, რომ განძრევა არ შეეძლო. სამწუხაროდ, ეს არის ფეხბურთი. ის ფაქტი, რომ მსაჯმა მოგვიანებით გააუქმა მარსიალის მიერ გატანილი გოლი, ეს კიდევ ერთი ცუდი გადაწყვეტილებაა. ამ ყველაფერმა შექმნა ამაღამ სურათი. გასაგებია, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი სეზონი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მსაჯის ორი კონკრეტული შეცდომა იყო.

ქამბექი არ მომხდარა

ვგრძნობდით, რომ უპირატესობა ჩვენს მხარეზე იყო, რადგან ბურთის ფლობა ჩვენი იყო და ჩვენ ვდომინირებდით მინდორზე, თუმცა შანსების შექმნა არ შეგვეძლო. თუ პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ შანსებს არ ქმნით, ადვილად დაისჯებით. მეორე გოლი კი ჩვენივე დაუდევრობის გამო გავუშვით - დაუდევრობის უკიდურესი ხარისხი. ეს ძალიან ცუდი გოლი იყო. პოზიციაზე დავბრუნდით, შემდეგ კი მოულოდნელად გადავწყვიტეთ ბურთის აღება და მოწინააღმდეგე მოთამაშეთა დაბლოკვა. ეს იყო სამი ან ოთხი ცუდი გადაწყვეტილების სერია, რომლებიც აბსოლუტურად არ იყო დამახასიათებელი ჩვენი გუნდისთვის. ალბათ ამას რაიმე კავშირი აქვს ამ სეზონის ხასიათთან, რადგან ის ასევე სრულიად არაპროგნოზირებადი იყო.

მარსიალის ფორმის შესახებ

მაინტერესებს მარსიალის ფორმა? მთელი გუნდი, ჩემი ჩათვლით, კრიტიკის ღირსეულ დოზას მიიღებს ამაღამ და ენტონი ამას ვერ გაექცევა. ჩვენ ყველამ უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ არ ვთამაშობთ ისე, როგორც საჭიროა. მე კარგად ვიცნობ ენტონის, მან ბევრი იმუშავა ვარჯიშებზე, მუშაობდა შეტევების დასრულებაზე, მუშაობდა მის მოძრაობაზე, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწევს.

არსენალთან მომავალი მატჩის შესახებ

ამ მატჩის შემდეგ დიდი განხილვა არ ჩატარდება. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. ამ სეზონში იმდენი მატჩი ჩავატარეთ ხასიათით, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან გასაკვირი იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ლიგის ყველაზე სტაბილური გუნდი, რაც უფრო გასაკვირია, რაც დღეს მოხდა. დღეს ჩვენ უნდა დავივიწყოთ მთელი ეს იმედგაცრუება და დავიწყოთ თავიდან დილით. ჩვენ შაბათს ვთამაშობთ და გვჭირდება შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება, რადგან მეტოქეები კარგ ფორმაში არიან და ყოველთვის კარგად თამაშობდნენ ჩვენს წინააღმდეგ.

ასე გამოდის სეზონი - ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, წარმოუდგენელი სტაბილურობა გამოვავლინეთ და მოვიგეთ მატჩები. რა თქმა უნდა იმედგაცრუებაა, რადგან უკეთესად თამაში შეგვიძლია. გამოძიების დრო აღარ არის, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ.


https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
28 იანვარი 2021 14:45
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აი ამაათთან რანაირად წავაგეთ მართლა ვერ ვხვდები ამ დრომდე. ახლა ნახეთ სიტი ამათ რას უზავს, 20 წუთში დაუმთავრებს თამაშს. ვეჩნად რატო ასე რთულად რა. დააყენე შე დალოცვლილო ფრედი, მაკტომინეი,კავანი და დაუმთავრე დროზე რა. რას ელოლიავები და დასერინობ. აი რამდენჯერაც ასეთი ექსპერიმენტი ატარა,იმდენჯერ დაისაჯა. ასე იყო ლაიფციგთთანაც, ხო ხედავ რო ეს პოგბა მატიჩი ცენტრში არის სრული სისულელე, არ ამართლებს არა. ცენტრში თუ მოძრავი 1 ფეხბურთელი მაინც არ გ გყავს, ესეიგი ცენტრი არ გყავს. რამდენჯერ შეგვეძლო სწრაფად გაქცევა,მარა სანამ ეს მატიჩი ბურთს მიიღებს,მერე სანამ დატრიალდება,მერე სანამ პასს მიცემს, გადის ნახევარი სეზონი. აი ახლა ასეთ დროს შეფილდთან ქულების დაკარგვა იქნებოდა?
0
№2
ავტორი: makaveli
28 იანვარი 2021 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
არაუშავს ყველა გრანდი აგებს არა მარტო ბოლო ადგილოსანთან მესამე და მეოთხე ლიგის გუნდებთან, აგებს კლოპიც აგებს ზიდანიხ აგებს ფლიკიც, მე 2-3 კვირის უკან დავწერე რეალურად რო შევხედოთ არ მგონია ეპლ დავდოთ სიტის ვერ ვაჯობებთთქო, მაგრამ ეს ერთი წაგებაც არაფერს წყვეტს, აიი დული თუ ვიშოვე მე პირადად მანჩესტერის ჰანდიკაპით მოგება მინდა დავწერო არსენალთან, რაც შეეზება რატო დააყენა ტუანზებეო სადღაც ხო უნდა მიეღო შანსი და ეთამაშა? თასზე ? არა იმიტო რო ლივერპულთან ვერ გარისკავდა და დააყენა ბოლო ადგილოსანთან მაგრამ ეს თამაში მარტო მაგის ბრალი არარის, მარსიალს სუუ ვიცავდი მარა ეხლა უნდა აახვიოს, რეში 5-6 თამაშიდან ერთს ატარებს მაღალ დონეზე და 2-3 ტრანსფერი ჰაერივით ჭირდება, აი მომავალ წელს უკვე ეპლის მოსაგებად კიარ უნდა იბრძოლონ ვალდებულები არიან უკვე რო მოიგონ, ვნახოთ ვნახოთ, სიტისაც დაუცდება ფეხი, მთავარია ამათმა ეხლა ყურები არ ჩამოყარონ !!!
0
№3
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2021 17:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სეზონის ბოლოს ამ გნდის დაცვაზე მეტად თავდასხმას გააკრიტიკებენ, წარმოიდგინეთ კავანიც რო არ გვყავდეს )))) რა საცაოდაობა იქნებოდა
0
№4
ავტორი: Old Red Devil
28 იანვარი 2021 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ტოტალიზააააატორიიი რა კიდე ის რო ჩობანების კამანდა არიან.აღიარა კაცმა ვერ ვივარგეთ ჩვენი ბრალიაო.შეფილდს არაფერი გაუკეთებია მოსაგებად მანჩესტერმა თავად გაიჩალიჩა
1
№5
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2021 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
არაუშავს მთავარია არსენალს მოვუგოთ ეხლა
0
№6
ავტორი: Phil Jones
28 იანვარი 2021 23:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ ანტი ფეხბურთის წინააღმდეგ უჭორთ თამაში, ამიტომაცაა პალასებთან და ამათთან შინ რომ აგებენ, გასვლაზე რომ არიან ისინიც იძულებულები ხდებიან ცოტა წინ ამოვიდნენ და მაგ დროს ერხევათ. კი ბატონო შეფილდია და -3 ფორაც რომ ქონოდათ უნდა მოეგოთ მაგრამ გოლის დროს ვარი რას აკეთებდა ვერ გავიგე, ეგ გოლი რომ არა ეგეთი დაძაბული თამაში სულ არ იქნებოდა რად უნდა ლაპარაკი...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 იანვარი 2021 23:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: Phil Jones
მოკლედ ანტი ფეხბურთის წინააღმდეგ უჭორთ თამაში, ამიტომაცაა პალასებთან და ამათთან შინ რომ აგებენ, გასვლაზე რომ არიან ისინიც იძულებულები ხდებიან ცოტა წინ ამოვიდნენ და მაგ დროს ერხევათ. კი ბატონო შეფილდია და -3 ფორაც რომ ქონოდათ უნდა მოეგოთ მაგრამ გოლის დროს ვარი რას აკეთებდა ვერ გავიგე, ეგ გოლი რომ არა ეგეთი დაძაბული თამაში სულ არ იქნებოდა რად უნდა ლაპარაკი...


100%
0
№8
ავტორი: LASHQARA
29 იანვარი 2021 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
პირველი რომ არასერიოზულად მიუდგა ოლე და ის სასტავი არ დააყენა რაც პირველ ტაიმში დაუმთავრებდა ყველაფერს შეფილდს, მეორე თემაა ტოტალიზატორი და მესამე თემა თვითონ ფეხბურთელების დამოკიდებულება ამ თამაშისადმი, ფსიქოლოგიურად უკვე ეგონათ სამი ქულა ჯიბეში ედოთ და აღარ დაიხარჯნენ ბოლომდე, როცა დაიწყეს მზად აღარ იყვნენ, ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო და სერიოზულად უნდა შეხედო ნებისმიერ საქმეს რომელსაც აკეთებ და მერე მოქმედებაში მოიყვანო, თუ გინდა შედეგი მიიღო, ეგ იყო და ეგ რაც დაემართა გუნდს, თორემ ეს შეფილდი რომ არავიზე კარგი გუნდი არაა ამ სეზონში პრემიერლიგაში მაგას ცხრილში მათი ადგილიც მოწმობს, იმედია ჭკუის სასწავლებლად და შეცდომების გასაანალიზებლად მაინც გამოადგებათ ეს სილის გარტყმა შეფილდისგან... am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top