ნიგერიელი თავდამსხმელი ოდიონ იგალო, რომლის იჯარა "იუნაიტედში" 31 იანვარს მთავრდება, გულთბილად დაემშვიდობა გულშემატკივრებს და კლუბს.
"ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ჩემი ოცნება დასრულდეს, მაგრამ მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ დამეხმარა ამ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში." "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ჩაცმა და ამ დიდ კლუბში მოთამაშედ წარდგენა, ყოველთვის მადლობელი ვიქნები."- წერს ოდიონ იგალო თავის ინსტაგრამზე.
"მე მადლობას ვუხდი ჩვენს მწვრთნელს, რომ ჯეროდა ჩემი და ჩემს მშვენიერ თანაგუნდელებს. მე მომენატრებით ბიჭებო, ყოველთვის მხიარული იყო თქვენთან ერთად ყოფნა და სულ ველოდებოდი ვარჯიშის დაწყებას. მე ვლოცულობ, რომ წელს მოვიგოთ პრემიერ ლიგა და FA თასი."
"მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრებს (მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს) მინდა ვუთხრა, გვენატრებით, მაგრამ გვესმის თქვენი ხმები და ველოდებით თქვენს ტრიბუნებზე კვლავ ნახვას. მე ისევ დავრჩები "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგად. ერთხელ წითელი - წითელი სამუდამოდ! მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედს" და ღმერთმა დაგლოცოთ!"