"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ მისი პარტნიორი დონი ვან დე ბეკი თავს "ოლდ ტრაფორდზე" თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.
"აიაქსიდან" "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ, ვან დე ბექმა 22 მატჩში ითამაშა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, რომელთა უმეტესობაშიც ჰოლანდიელი მხოლოდ შეცვლაზე შემოდიოდა.
გასულ კვირას, FA - თასზე ლივერპულის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფერნანდეშს დასვენების საშუალება მისცა, ბრუნოს ნაცვლად კი ვან დე ბეეკი გამოჩნდა სასტარტოში. დონიმ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პორტუგალიელზე, თუმცა ის ფიქრობს და აღიარებს იმასაც, რომ ჰოლანდიელი ძალიან უკმაყოფილოა თავის ამჟამინდელი სიტუაციით.
"დონის ჰქონდა შესანიშნავი თამაში ჩემს პოზიციაზე. მან ძალიან კარგად იმოძრავა ცენტრში და ფლანგებზე, ის ძალიან სწრაფი მოთამაშე და ჭკვიანი ფეხბურთელია, რაც ეს ჩვენთვის და გუბდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
”დონის ადგილზე, ბედნიერი საერთოდ არ ვიქნებოდი, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღეს ის გამოვიდა და გუნდს დაეხმარა მატჩის მოგებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლაში. როცა მის გადაადგილებას ვუყურებთ ვარჯიშებსა თუ მოედანზე ძალიან ბედნიერები ვართ რადგან ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ამიტომ დასანანია, რომ მას არც თუ ისე ბევრი დრო ეძლევა სათამაშოდ." - განაცხადა ფერნანდეშმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.