"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც "ლივეპრულის" კარში გოლი გავიტანე, თუმცა ამაზე მეტად ის გამიხარდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით.
სიმართლე გითხრათ საჯარიმო დარტყმის შესრულებას სხვაგვარად ვაპირებდი, როდესაც ჩემთან კავანი მოვიდა და მითხრა: ეცადე ზუსტად იქ დაარტყა სადაც მეკარე დგას და ეცადე კუთხეში. ამ რჩევამ ნამდვილად გაამართლა და ზუსტად ისე დავარტყი, როგორც კავანიმ მირჩია." - თქვა პორტუგალიელმა.