"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის ნახევარმცველ პოლ პოგბასთან და ეს ყოველთვის ასე იყო.
ბოლო კვირების განმავლობაში, პოგბა გაძლიერდა და დაეხმარა იუნაიტედს პრემიერ ლიგის ლიდერობის მოპოვებაში. გასულ ოთხშაბათს პოლმა გაიტანა გამარჯვების გოლი ფულჰემის წინააღმდეგაც.
და სანამ პოგბას მომავლის შესახებ სპეკულაციები გრძელდება, სოლსკიაერს არანაირი პრეტენზია და პრობლემა არ აქვს 27 წლის ფრანგთან დაკავშირებით.
"ჩემს საქმეში მასთან უნდა ვიყო ღია და გულწრფელი. მე არასოდეს მქონია პრობლემები პოლთან. ღიად და პირდაპირ ვლაპარაკობ მასთან. არავის ვეუბნები, მე რას ვურჩევ მას, მაგრამ მასთან ურთიერთობა ყოველთვის ყველა ასპექტში მხიარული იყო. მას ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, ის ძალიან სიმპათიური ბიჭია და გულმოდგინედ უსმენს ჩემს თითოეულ სიტყვას. "
"ის ასევე ღია და გულახდილია ჩემთან ყველაფერში მაშინაც კი, როდესაც პოლი არ თამაშობს, მისი გასახდელში ყოფნა ძალიან ეხმარება ახალგაზრდა თაობებს, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს. ზოგჯერ ის თარჯიმნის როლს ასრულებს ჩემსა და სხვა მოთამაშეებს შორის რადგან სხვადასხვა ენაზე საუბარი ცოტა მიჭირს (იცინის) ის კი არც თაკილობს ჩემს დახმარებას. ის ყოველთვის პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებეას ასევე მეც ვითვალისწინებ თუ რა სურს მას ამიტომ ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა გვქონდა რაც ძალიან მახარებს.”- განაცხადა სოლსკიაერმა გამოცემა The Guardian - თან.
სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.