"ლივერპულზე" პირველი გამარჯვების შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერვიუ.
მატჩის მიმდინარეობის შესახებ
"მომენტებში მართლაც შესანიშნავად ვთამაშობდით და გოლს გოლით ვუპასუხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდებოდა უკეთ დაცვა, მაგრამ გაშვებულ გოლებზე რეაგირება კარგად მოვახდინეთ."
"ვიმედოვნებ, რომ ყველას ვინც მატჩს უყურა, დიდი სიამოვნება მოუტანა. როგორც მწვრთნელი, მე კონცენტრირებული ვარ სხვადასხვა წვრილმან დეტალებზე და აშკარაა, რომ ამ თამაშში ბევრი პოზიტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გავუშვით."
ბრუნოს საჯარიმო დარტყმის შესახებ
"შესანიშნავი გოლი, კარგი საჯარიმო დარტყმა! გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, ბრუნო დარჩა და 45 წუთი გაატარა თავისუფალი დარტყმების ვარჯიშზე, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ ჯარიმას გაიტანდა."
"მე არასდროს ვავალებ მას ზედმეტ ვარჯიშს და ფაქტიურად უნდა გავაგდოთ იგი ბაზიდან. გუშინ კი მიზეზი არ მქონდა მისი სახლში გაგზავნის, ასე რომ ივარჯიშა."
რაშფორდისა და გრინვუდის თამაშზე
"ვგრძნობდით, რომ თუ ბურთს საპირისპირო ფლანგზე დროზე გადავიტანთ, შეგვიძლია ეფექტურად შევუტიოთ მოწინააღმდეგეს. "ლივერპულმა" დაცვაში განლაგება მოასწრო, ამიტომ გადაცემა ძალიან სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა."
"ვფიქრობ, შეგიძლია მარკუსს ჰკითხო, თუ როგორ დაეხმარნენ მას სკამზე მყოფი ბიჭები. მათ დაიწყეს ყვირილი: "გადაიტანე მეორე ფლანგზე!" არა მგონია, მას თავად შეემჩნია ეს, თუ ტრიბუნები სავსე იქნებოდა, ის ამას ვერ გაიგებდა."
"მეისონი კარგად გაერკვა, როდესაც მან ბურთი მიიღო და დარტყმა მოამზადა. მას მოუწია მარჯვენა ფეხზე მოერგო ბურთი , მაგრამ შეტევა შესანიშნავად დასრულდა. ზოგიერთს მაინც ჰგონია, რომ მას მხოლოდ მარცხენათი დარტყმა შეუძლია. სხვათა შორის, მარკუსმაც მთელი თავისი უნარი ჩადო ამ პასში."
მომავალი მატჩის შესახებ
"ოთხშაბათს ღამით ისევ გვაქვს თამაში, ამიტომ დასვენების დრო აღარ არის. როგორც კი სტადიონს დავტოვებთ, შემდეგ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს და იმ ბიჭების აღდგენის პროცესს დავიწყებთ, ვინც დღეს ითამაშა." - დაასრულა სოლსკიაერმა.