თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2021, 13:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1668,
კომენტარები: 17
სოლსკიაერმა თამაში შეაფასა
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ბრუნოს ბაზიდან გაგადება გვიწევს.
სოლსკიაერმა თამაში შეაფასა
"ლივერპულზე" პირველი გამარჯვების შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის ინტერვიუ.

მატჩის მიმდინარეობის შესახებ

"მომენტებში მართლაც შესანიშნავად ვთამაშობდით და გოლს გოლით ვუპასუხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდებოდა უკეთ დაცვა, მაგრამ გაშვებულ გოლებზე რეაგირება კარგად მოვახდინეთ."

"ვიმედოვნებ, რომ ყველას ვინც მატჩს უყურა, დიდი სიამოვნება მოუტანა. როგორც მწვრთნელი, მე კონცენტრირებული ვარ სხვადასხვა წვრილმან დეტალებზე და აშკარაა, რომ ამ თამაშში ბევრი პოზიტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გავუშვით."

ბრუნოს საჯარიმო დარტყმის შესახებ

"შესანიშნავი გოლი, კარგი საჯარიმო დარტყმა! გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, ბრუნო დარჩა და 45 წუთი გაატარა თავისუფალი დარტყმების ვარჯიშზე, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ ჯარიმას გაიტანდა."

"მე არასდროს ვავალებ მას ზედმეტ ვარჯიშს და ფაქტიურად უნდა გავაგდოთ იგი ბაზიდან. გუშინ კი მიზეზი არ მქონდა მისი სახლში გაგზავნის, ასე რომ ივარჯიშა."

რაშფორდისა და გრინვუდის თამაშზე

"ვგრძნობდით, რომ თუ ბურთს საპირისპირო ფლანგზე დროზე გადავიტანთ, შეგვიძლია ეფექტურად შევუტიოთ მოწინააღმდეგეს. "ლივერპულმა" დაცვაში განლაგება მოასწრო, ამიტომ გადაცემა ძალიან სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა."

"ვფიქრობ, შეგიძლია მარკუსს ჰკითხო, თუ როგორ დაეხმარნენ მას სკამზე მყოფი ბიჭები. მათ დაიწყეს ყვირილი: "გადაიტანე მეორე ფლანგზე!" არა მგონია, მას თავად შეემჩნია ეს, თუ ტრიბუნები სავსე იქნებოდა, ის ამას ვერ გაიგებდა."

"მეისონი კარგად გაერკვა, როდესაც მან ბურთი მიიღო და დარტყმა მოამზადა. მას მოუწია მარჯვენა ფეხზე მოერგო ბურთი , მაგრამ შეტევა შესანიშნავად დასრულდა. ზოგიერთს მაინც ჰგონია, რომ მას მხოლოდ მარცხენათი დარტყმა შეუძლია. სხვათა შორის, მარკუსმაც მთელი თავისი უნარი ჩადო ამ პასში."

მომავალი მატჩის შესახებ

"ოთხშაბათს ღამით ისევ გვაქვს თამაში, ამიტომ დასვენების დრო აღარ არის. როგორც კი სტადიონს დავტოვებთ, შემდეგ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს და იმ ბიჭების აღდგენის პროცესს დავიწყებთ, ვინც დღეს ითამაშა." - დაასრულა სოლსკიაერმა.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
25 იანვარი 2021 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962


ძმებო გთხოვთ მოვრჩეთ ნიშნის მოგებებით საუბარს რა, თავიდანვე მჯეროდა ოლესი და სუ ვწერდი და ვქომაგობდი მარა აი PALOMOM დაწერა თავიდან კარგად შებერეს მაღალი პრესინგი იის ეს მერე ძაან ჩაიკუკეს ერთი პერიოდი ძაან უკან იჯდნენ ხოლმე ბოლოს მეც მეპარებოდა ეჭვი მარა გამოასწორეს ყველაფერი და ვცეთ ერთმანეთის აზრს ისე პატივი რო იაზვობები და ნიშნის მოგებები არ გამოვხატოთ.. მე პირადად მგონი არავის გიცმობთ მაგრამ ჩემთვის ძაან ახლობელ ადამიანებად იქეცით (ცოტა მძიმე პერიოდი მაქ ცხოვრებაში) და აქ რო შემოვდივარ თქვენდაუნებურად მეხმარებით რო ამ მძიმე რეალობას მოვწყდე და გონება გადავიტანო..

და მოვიგებთ თუ წავაგებთ ვიდგეთ ერთად, კი ყველას ჩვენი აზრი გვაქ მარა ისე სავაფიქ****თ და გამოვხატოთ რო არც სხვას ვაწყენინოთ რო აიიიი ნახე შენ ცდებოდი და ასე შემდეგ.. მეც აღარ მჯეროდა უკვე ერთი პერიოდი მარა დამაჯერა ოლემ და ბიჭობ რო შეუძლიათ განვითარება და მხოლოდ ინერციით არ გადაიბიათ ის მოგებები !!
6
№2
ავტორი: shotkin
25 იანვარი 2021 15:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა მთავარია რაშფორდს რამე სერიოზული არ ჭირდეს მუხლზე. ზოგადად კიდე ძალიან მიხარია რო გუნდმა მიაღწია სტაბილურობას და უკვე მერამდენე მატჩია ხარისხთან ერთად სედეგიც სტაბილურად იდება. ესაა რაც გვინდოდა ყველას მგონი.
1
№3
ავტორი: bendzela
25 იანვარი 2021 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
სულით ეშმაკი და ნამდვილი მანჩესტერელი ბრუნო ფერნადეშ .. ბიჭებო მანჩესტერის მაიკოს შეძენა მინდა და ხოარ იცით სად შეიაძლება შევიძინო ? მადლობა წინასწარ
0
№4
ავტორი: DaTo_O
25 იანვარი 2021 15:12
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: bendzela
სულით ეშმაკი და ნამდვილი მანჩესტერელი ბრუნო ფერნადეშ .. ბიჭებო მანჩესტერის მაიკოს შეძენა მინდა და ხოარ იცით სად შეიაძლება შევიძინო ? მადლობა წინასწარ

GL sport , mantis.ge
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№5
ავტორი: T0nn1111
25 იანვარი 2021 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
Our time is coming back !!!
0
№6
ავტორი: bendzela
25 იანვარი 2021 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ციტატა: DaTo_O
ციტატა: bendzela
სულით ეშმაკი და ნამდვილი მანჩესტერელი ბრუნო ფერნადეშ .. ბიჭებო მანჩესტერის მაიკოს შეძენა მინდა და ხოარ იცით სად შეიაძლება შევიძინო ? მადლობა წინასწარ

GL sport , mantis.ge

გაიხარე დათო მადლობა
0
№7
ავტორი: DevilBro^__^
25 იანვარი 2021 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ამ მატჩიდან ბევრს გამოასწორებენ კიდე შეტევაში თუ დაცვით ფაზაში. იდეალური გამარჯვება დადო გუნდმა ^^
0
№8
ავტორი: PaLoMo
25 იანვარი 2021 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: makaveli
ძმებო გთხოვთ მოვრჩეთ ნიშნის მოგებებით საუბარს რა, თავიდანვე მჯეროდა ოლესი და სუ ვწერდი და ვქომაგობდი მარა აი PALOMOM დაწერა თავიდან კარგად შებერეს მაღალი პრესინგი იის ეს მერე ძაან ჩაიკუკეს ერთი პერიოდი ძაან უკან იჯდნენ ხოლმე ბოლოს მეც მეპარებოდა ეჭვი მარა გამოასწორეს ყველაფერი და ვცეთ ერთმანეთის აზრს ისე პატივი რო იაზვობები და ნიშნის მოგებები არ გამოვხატოთ.. მე პირადად მგონი არავის გიცმობთ მაგრამ ჩემთვის ძაან ახლობელ ადამიანებად იქეცით (ცოტა მძიმე პერიოდი მაქ ცხოვრებაში) და აქ რო შემოვდივარ თქვენდაუნებურად მეხმარებით რო ამ მძიმე რეალობას მოვწყდე და გონება გადავიტანო..

და მოვიგებთ თუ წავაგებთ ვიდგეთ ერთად, კი ყველას ჩვენი აზრი გვაქ მარა ისე სავაფიქ****თ და გამოვხატოთ რო არც სხვას ვაწყენინოთ რო აიიიი ნახე შენ ცდებოდი და ასე შემდეგ.. მეც აღარ მჯეროდა უკვე ერთი პერიოდი მარა დამაჯერა ოლემ და ბიჭობ რო შეუძლიათ განვითარება და მხოლოდ ინერციით არ გადაიბიათ ის მოგებები !!

შემოგევლე ძმაო,მეც მაგას ვითხოვ ამდენი ხანია,რომ შეწყდეს ნიშნის კოგებით საუბარი,მაგრამ არ წყდრბა და ეს მიტყდება მაგრად რატო თორე კი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: makaveli
25 იანვარი 2021 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: PaLoMo
ციტატა: makaveli
ძმებო გთხოვთ მოვრჩეთ ნიშნის მოგებებით საუბარს რა, თავიდანვე მჯეროდა ოლესი და სუ ვწერდი და ვქომაგობდი მარა აი PALOMOM დაწერა თავიდან კარგად შებერეს მაღალი პრესინგი იის ეს მერე ძაან ჩაიკუკეს ერთი პერიოდი ძაან უკან იჯდნენ ხოლმე ბოლოს მეც მეპარებოდა ეჭვი მარა გამოასწორეს ყველაფერი და ვცეთ ერთმანეთის აზრს ისე პატივი რო იაზვობები და ნიშნის მოგებები არ გამოვხატოთ.. მე პირადად მგონი არავის გიცმობთ მაგრამ ჩემთვის ძაან ახლობელ ადამიანებად იქეცით (ცოტა მძიმე პერიოდი მაქ ცხოვრებაში) და აქ რო შემოვდივარ თქვენდაუნებურად მეხმარებით რო ამ მძიმე რეალობას მოვწყდე და გონება გადავიტანო..

და მოვიგებთ თუ წავაგებთ ვიდგეთ ერთად, კი ყველას ჩვენი აზრი გვაქ მარა ისე სავაფიქ****თ და გამოვხატოთ რო არც სხვას ვაწყენინოთ რო აიიიი ნახე შენ ცდებოდი და ასე შემდეგ.. მეც აღარ მჯეროდა უკვე ერთი პერიოდი მარა დამაჯერა ოლემ და ბიჭობ რო შეუძლიათ განვითარება და მხოლოდ ინერციით არ გადაიბიათ ის მოგებები !!

შემოგევლე ძმაო,მეც მაგას ვითხოვ ამდენი ხანია,რომ შეწყდეს ნიშნის კოგებით საუბარი,მაგრამ არ წყდრბა და ეს მიტყდება მაგრად რატო თორე კი?

ერთი და ორი ყოველთვის იქნება ეგეთი მარა ეს ჩემი კომენტარი უფრო გათვლილი იყო ძირითად ბირთვზე ვინც უკვე დიდი ხანია აქარი და თან ლაპარაკზეც ეტყობათ რო არარიან პატარა ბიჭები .. ემოციების კონტროლს კიდე წინ არაფერი უდგას და რავი იმედია აღარ გაიჩითება ეს ბავშვური “რამსაობები” საიტზე :))))
0
№10
ავტორი: giorgi_mg
25 იანვარი 2021 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მეგობრებო გილოცავთ ლივერპულთან გამარჯვებას manunited smoke
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top