"იუნიატედის" მცველმა ალექს ტელეშმა შეაფასა მისი პოზიციური მეტოქე ლუკ შოუ, მაგრამ განაცხადა ისიც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" იგი სკამზე დასასვენებლად არ მოსულა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ტელეშის შეძენამ ყველაზე მეტი დადებითი გავლენა მოახდინა ლუკ შოუზე, რომელმაც მაღალი დონის თამაში დაიწყო და დემონსტრირება მოახდინა.
ამავე დროს, თავად ალექსმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშა პრემიერ ლიგის ბოლო ექვს მატჩში "იუნაიტედის" რიგებში და ეს ბრაზილიელისთვის საკმარისი არ არის.
"მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მზად ვარ სათამაშოდ. მე ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ ლუკ შოუს გამოსვლით და დიდი შრომით მოედანზე, რადგან კლუბის წარმატება თითოული ფეხბურთელის წარმატებას ნიშნავს."
"მე აქ ჩამოვედი მხოლოდ სათამაშოდ. მე და ლუკი კარგად ვითარდებით, ვარჯიშებსა თუ მატჩებში. მე აქ უკვე ვთამაშობ და ბედნიერი ვარ."
"იუნაიტედში კონკურენცია ძალიან კარგია რადგან რაც უფრო მეტი მოთამაშეა, მით უფრო უკეთესია კლუბისთვის. თუ მწვრთნელს დავჭირდები, მე მაშინვე მზად და კონცენტრირებული ვარ თითოეულ თამაშზე."
"ისევ მიხარია ლუკის პროგრესი, ის კარგად თამაშობს და კლუბისთვის სასარგებლოა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და წარმატებას ვუსურვებთ ერთმანეთს ყველა თამაშის წინ, მნიშვნელობა არ აქვს მე გავდივარ მოედანზე თუ ის." - განაცხადა ტელეშმა.