"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ახლოსაა ინგლისის გრანდის დატოვებასთან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. გაზეთ Todofichajes– ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდეს და იქ მოსინჯოს ძალები.
წყაროს თანახმად, "პორტუ" მოთამაშის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. "დრაკონები" მზად არიან ლინგარდისთვის დაახლოებით ათი მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც შეეხება თავად ჯესის, მას კლუბის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და არც თავად "იუნაიტედი" ეწინააღმდეგება ფეხბურთელს ამ გადაწყვეტილებას კლუბის შეცვლაზე, რადგან ინგლისელს სათამაშო პრაქტიკა ასე, რომ ვთქვათ მიმდინარე სეზონში საერთოდ არ აქვს.
2020/2021 წლების სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა მონაწილეობა მხოლოდ სამ შედვედრაში მიიღო მაგრამ ეფექტური თამაშით არცერთ შეხვედრაში არ გამოუჩენია თავი.
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.