ფაკუნდო პელისტრის აგენტმა ედგარდო ლასალვიამ თქვა, რომ მის კლიენტი შესაძლოა არენდით წავიდეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
"ჩვენ ვმუშაობთ და რა თქმა უნდა ესპანეთი ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია", - თქვა ლასალვიამ.
შეგახსენებთ, რომ პელისტრი "იუნაიტედში" გადავიდა გასული წლის შემოდგომაზე "პენაროლიდან', რომლის შეძენაც "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფორვარდა დიეგო ფორლანმა ურჩია.
19 წლის გარემარბი შედიოდა გუნდის განაცხადში ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე "პსჟ"-სა "ბაშაქშეხირთან", მაგრამ ფეხბურთელის დებიუტი ძირითად შემადგენლობაში ჯერ ვერ შედგა.
პელისტრმა 6 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" U23– ში, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.