ის რომ ერიქსენი კლუბს დატოვებს უკვე ცნობილია, თუმცა საინტერესოა თუ სად წავა. ბოლო ინფორმაციით დანიელი ყოფილ კლუბში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საქმე შესაძლოა "იუნაიტედმა" გააფუჭოს.
იტალიელებმა ინგლისელებს ერიქსენი საიჯარო ხელშეკრულებით შესთავაზეს და თანხა მხოლოდ 1.3 მილიონ ფუნტს შეადგენს. ახლა "ინტერი" პასუხს "იუნაიტედისგან" ელოდება. არ არის გამორიცხული გარიგება რამდენიმე დღეში შედგეს.