"აიაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ მან "წითელ ეშმაკებთან" ისაუბრა დონი ვან დე ბეკთან დაკავშირებით და ეჭვი არ ეპარება, რომ ნიდერლანდელი წარმატებას მიაღწევს."
"კლუბში ბევრს ვესაუბრები", - თქვა ედვინმა ნიდრლანდების ტელეარხ Ziggo Sport- თან ინტერვიუში. "დონის აქვს შესანიშნავი განწყობა, ის კარგად გამოიყურება ვარჯიშებზე."
"რთულია "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში შეჭრა. პოგბა დაბრუნდა, ფერნანდეში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის, მატიჩი და მაკტომინეი ეჭვის საფუძველსაც არ ბადებენ, მაგრამ არაფერია სამარცხვინო, ბოლოს და ბოლოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია, არა? რა თქმა უნდა, ბევრი ფული გადაიხადა, მაგრამ კლუბი დარწმუნებულია, რომ დონი სწორად იქაა სადაც უნდა იყოს."
ამ სეზონში ვან დე ბეკმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგაში მან 10 მატჩი ჩაატარა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.