"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მის ნახევარმცველ ბრუნ ბერნანდეშს დასვენება არ სჭირდება.
ფერნანდეშმა "იუნაიტედში" 49 მატჩიდან 27 მატჩში გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ ის "სპორტინგიდან" გადმოვიდა.
მან შესანიშნავ თამაშს მიგვაჩვია, თუმცა ბოლო მატჩებში ბრუნო ვეღარ თამაშობს ისე როგორც ადრე. იგი ვერც სტანდარტებიდან არის სახიფათო, მაგრამ სოლსკიაერი არ ფიქრობს, რომ იგი არ გადაღლილა და არ აპირებს მის დასვენებას.
"ის ძალიან კარგ ფორმაში უმყოფება და ამას ამტკიცებს ისიც, რომ მან მოიგო თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. ის არ დაღლილა - მაგის არანაირი შანსი არ არსებობს."
"ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყოველ მატჩში დარბის და ბოლომდე იბრძვის მინდორზე. ის ძალიან კარგად იღდგენს ძალებს, იგი დაუღალავად ვარჯიშობს და თამაშიდან თამაშამდე ძალიან კარგად ივსებს ენერგიას"
"თუ ის გაიტანდა საჯარიმო დარტყმიდან (" ლივერპულის" წინააღმდეგ) ან ლუკის პასის შემდეგ, ის კვლავ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდებოდა, თუმცა ძალიან დასანანია მსგავსი მომენტების გაცუდება."
"მისი ჩვენთან გადმოსვლის მომენტიდან, ის ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა და არა ! - ის არ არის დაღლილი. თუ მას ვკითხავთ ამის შესახებ, ის არასდროს იტყვის, რომ დაიღალა და არც იმას მოითხოვს რომ დასვენება სჭირდება" - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports.
სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.