ბრუნო ფერნანდეშმა ისაუბრა მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე.
"ბევრად უფრო დიდი ბედნიერება იქნება, თუ 21 ტიტული გვექნება, ხოლო "ლივერპულს" - 19".
"მე ვიცი კლუბების მეტოქეობის ისტორია? რა თქმა უნდა! ყველამ იცის იგი. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი მეტოქეები დაგვეწიონ და გაგვითანაბრდნენ თასების რაოდენობით. ალბათ, ყველა თამაში თანაბრად მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვის, მაგრამ გულშემატკივრებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ."
"იუნაიტედმა" მიიღო ეს ფორმა ჩემი წყალობით? არა, ეს ჩემს გამო არ მომხდარა. ახლახან მოვედი კლუბში, რომელიც ძალიან მომთხოვნია. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შესაძლო თასი მოიგო და მე ვერ შევძლებდი ასეთი გუნდის აზროვნების შეცვლა. შემიძლია ვაღიარო, რომ ზოგიერთ დაეხმარა აზროვნების შეცვლაში, ან ჩემი აზროვნება დაეხმარა ვინმეს უკეთესობისკენ - ეს კიდევ უფრო მეტნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად კლუბში რამე შევცვალე. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ნიშნავს ყოველთვის გრძნობდე ზეწოლას და პასუხისმგებლობას".
ბრუნო ასევე გამოეხმაურა იურგენ კლოპის სიტყვებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ბევრ პენალტს იღებს.
"ხალხს შეუძლია თქვას რაც უნდათ. ჩემთვის და გუნდისთვის მთავარია, რომ სწორად ვიმოქმედოთ როდესაც პენალტს მივიღებთ. მე არ ვუსმენ რას ამბობენ ამ თემაზე. გულახდილად ნამდვილად არ მაინტერესებს"
"პორტუგალიაში "სპორტინგში ვთამაშობდი და "პორტო" და "ბენფიკა" ყოველთვის ამაზე საუბრობდნენ მნიშვნელოვანი მატჩების დაწყებამდე - ზოგჯერ მსაჯზე ზეწოლისთვის, ზოგჯერ პრესაში ხმაურის ასატეხად, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ თუკი პენალტი დაგვინიშნეს, მე უნდა შევასრულო ეს. მე უბრალოდ უნდა გავაკეთო ჩემი საქმე".
"მეორე დღეს წავიკითხე, რომ რაჰიმ სტერლინგმა ვერ გამოიყენა მიღებული ბოლო სამი პენალტი და ეს აშკარად აჩვენებს, რომ პენალტის დარტყმის შესრულება არც ისე ადვილია, როგორც ამბობენ. ამაზე მუდმივად უნდა იმუშაოთ, კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რაჰემი ცუდი პენალტის შემსრულებელია, ეს შეიძლება ყველას დაემართოს. ეს შეიძლება დამემართოს, ამიტომ მე უნდა გავაუმჯობესო ეს ელემენტი. პენალტები თამაშის ნაწილია, წესები ყველასთვის ერთნაირია".