"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ლეგენდარული ინგლისელი ბოლო ორი თვე "დერბი ქაუნთის" გუნდის თავკაცის თანამდებობას ითავსებდა, დღეს კი კარიერის დასრულებით "მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის" სტატუსისგანაც გათავისუფლდა.
35 წლის ინგლისელმა კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელი 2023 წლამდე იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერის მანძილზე 847 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 359 გოლი, 188 საგოლე გადაცემა, 135 ყვითელი და 7 წითელი ბარათი ირიცხება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.