ზოგადი ინფორმაცია
"ლივერპულის" და "მანჩესტერის" დაპირისპირება ინგლისში ცნობილია როგორც , ინგლისის ჩრდილოეთ-დასავლეთის დერბი. აღნიშნული მეტოქეობა ინგლისში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და დაუნდობელი დაპირისპირება.
აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია, როგორც ორივე გუნდების ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობით, (საუბარია იმაზე, რომ ორივე კლუბი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს), ასევე იქიდან გამომდინარე, რომ საფეხბურთო სამყაროში ორივე კლუბს დიდი და წარმატებული ისტორია აქვს.
გუნდებს შორის მატჩები, როგორც წესი, ტარდება დიდი ბრიტანეთის დროით შუადღისას, ტელევიზიის დიდი ინტერესის გამო და ალკოჰოლით ნასვამი თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობის გამოჩენის თავიდან ასაცილებლად.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა რაიან გიგსმა ინტერვიუში თქვა, რომ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩები
"ყველაზე ცნობილი თამაშებია ინგლისურ ფეხბურთში" . პელე მიიჩნევს, რომ ამ წყვილის მატჩების მნიშვნელობა არაფრით ჩამოუვარდება ესპანეთის ელ კლასიკოს.
საფეხბურთო დაპირისპირება
ორივე გუნდს უწოდებენ "ინგლისის უდიდეს საფეხბურთო კლუბებს". "ლივერპულმა" ჯამში 62 თასი მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი 66. "ლივერპული" ინგლისში დომინირებდა 1970 -1980 -იან წლებში, იმ პერიოდში მოიგო პირველი დივიზიონის ლიგის 11 ტიტული და 4 ევროპის თასი, მათ შორის შედის ტრეპლი (პირველი დივიზიონი, საფეხბურთო ლიგის თასი და ევროპის თასი) 1984 წელს. "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო ყველაზე წარმატებული ინგლისური კლუბი 1990 - 2000 – იან წლებში, ამ პერიოდში მოიგო 11 ინგლისის ლიგის ტიტული, 2 დუბლი, 1 ტრეპლი (ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის და FA თასის გამარჯვებული). 1999 წელს და ევროპული დუბლი (პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) 2008 წელს.
ორივე გუნდი ასევე ინგლისის ყველაზე წარმატებული კლუბებია ევროპულ ტურნირებში, "ლივერპულმა" 6-ჯერ მოიგო ევროპის თასი, 3-ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედმა".
საფეხბურთო მოედანზე დაპირისპირების გარდა, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული ასევე ყველაზე მომგებიანი ინგლისური კლუბებია (საფეხბურთო კლუბების შემოსავლების რეიტინგში).
ტიტულები
შეხვედრების სტატისტიკა
გულშემატკივრები
ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მწვავეა ინგლისში. სტიუარტ მაკონიმ დაპირისპირება შეადარა "სიცილიური ვენდეტას".
1970-90 -იან წლებში ინგლისში ფეხბურთის ხულიგნობის ზრდის ფონზე, ორ კლუბს შორის დაპირისპირებისას ხულიგნობისა და ძალადობის ფაქტები ყველაზე ხშირ შემთხვევაში ფიქსირდებოდა. საჭირო გახდა დამატებითი ზომების მიღება, ამ ორი კლუბის მატჩის დღეებში. გულშემატკივრებს შორის შეტაკებები გაცილებით შემცირდა, გაძლიერებული დაცვისა და პოლიციის დახმარების წყალობით.
ამავდროულად, მეტოქეობა კვლავ მწვავეა, თუმცა ძირითადად ფიზიკური ძალადობის გარეშე. მაგალითად, მატჩების დროს ორივე კლუბის გულშემატკივრების მცირე ჯგუფები მღერიან მიუნხენში და ჰილსბოროს სტადიონზე დაღუპულთა ხსოვნას, რასაც გმობენ რათქმა უნდა თავად კლუბებიც.