ჯესი ლინგარდის აგენტმა "ნიცასთან" მოლაპარაკებები გამართა "ოლდ ტრაფორდიდან" იჯარით გადასვლის შესახებ.
ოფიციალურად ტრანსფერი მოსალოდნელია მომდევნო კვირაში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა ლინგარდს წასვლის უფლება ამ სატრანსფერო ფანჯარაში.
ლინგარდს "იუნაიტედთან" კონტრაქტი აკავშირებს 2022 წლის ზაფხულამდე. მიმდინარე სეზონში პირველად ნახევარმცველმა FA Cup– ის მესამე ტურში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯესი პრემიერ ლიგის სასტარტო თერთმეტეულში უკვე 1 წელზე მეტია ვერ ხვდება.