აქსელ ტუანზებემ თქვა, რომ ერიკ ბაი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და ვარჯიშს მალე დაიწყებს.
ბაიმ "უოტფორდთან" მატჩში საკუთარი მეკარის, დინ ჰენდერსონისგან კისერში მიიღო დარტყმა და პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე დატოვა მოედანი. აქსელი ამბობს, რომ მისი დაცვითი პარტნიორი კარგად გრძნობს თავს.
”მასთან ყველაფერი რიგზეა და ეს არის მთავარი. ის მებრძოლია და ყოველთვის ასე თამაშობს ჩვენთვის. მან ამ შაბათ-კვირის შემდეგ უნდა დაიწყოს ვარჯიში".
შეგახსენებთ, რომ ცნობილი გახდა ვიქტორ ლინდელოფის ტრავმის შესახებ. ამრიგად, "ბარნლისთან" მატჩის წინ სოლსკიაერს მხოლოდ ორი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი ჰყავს - ჰარი მაგუაიერი და თავად ტუანზებე.