მისი დრო ამოიწურა - დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი მოუწოდებენ ჯესი ლინგარდს, დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი."
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდები დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი თვლიან, რომ ჯესი ლინგარდს კარიერის გადასარჩენად "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა სჭირდება. 28 წლის ფეხბურთელმა შაბათს, FA თასის მესამე ტურში, "უოტფორდთან" გამარჯვებისას, მხოლოდ მესამედ გამოჩნდა. აქამდე ორი თამაში კარაბაოს თასზე ჩაატარა და საერთოდ არ უთამაშია არც პრემიერ ლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ თვეში ლინგარდმა შეიძლება დატოვოს კლუბი და ბერბატოვი აცხადებს, რომ ნახევარმცველის ინტერესებში შედის წასვლა.
ბერბატოვს სტადიუმ ასტრომ ჰკითხა, რა უნდა ქნას: "პატიოსნად, მისი დრო ამოიწურა. ‘ის არ თამაშობს. მას ჰქონდა შანსი გაბრწყინებულიყო, დაემტკიცებინა რამდენად კარგია, რამდენად კარგი შეიძლება იყოს. ეს გვიჩვენებს, რომ ამ მომენტისთვის ოლე მას ისე არ ენდობა. ასე რომ, როდესაც ამდენ ხანს იყავით ერთ გუნდში და 28 წლის ასაკში ხართ, უკან უნდა გაიხედო და დაფიქრდე: "საკმარისს მივაღწიე? კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქ გავაკეთე? დასრულდა ჩემი დრო?. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ მას სჭირდება ცვლილება, უნდა წავიდეს სხვაგან სათამაშოდ."
"ეს არ იქნება "იუნაიტედის" დონის გუნდი, მაგრამ ის მეტ სათამაშო დროს მიიღებს იმისათვის, რომ დაუბრუნდეს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან მახსოვს, ინგლისში დაიწყო გოლების გაიტანა. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გაქრა და მან უნდა აღმოაჩინოს ისეთი ფორმა, რომელიც მანამდე ჰქონდა."
მაიკლ ოუნეცი ბერბატოვის მსგავსაც ფიქრობს, რომ ჯესიმ კლუბი უნდა დატოვოს.
"როდესაც მე და ბერბა ვიყავით გუნდში, ჩვენ ვნახეთ მისი განვითარება. ის ახლა იმ ეტაპზე გადავიდა, სადაც რეგულარულად უნდა თამაშობდეს გუნდში მის ასაკში," - განმარტა ოუენმა. "ის იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ასე რომ მან იცის რას გრძნობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. ახლა ეს მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა, მისი კარიერული გადაწყვეტილებაა: მსურს ცოტა ვითამაშო და დავრჩე ერთ-ერთ მსოფლიოს უდიდესი გუნდში, თუ მსურს რეგულარულად ვითამაშო, მაგრამ ამდენი რამის მოგების შანსი მექნება? ეს არის დაბალანსების აქტი. მე რომ ვიყო "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი ეს დრო, ალბათ წავალ და ვეცდები, ცოტა უფრო რეგულარულად ვითამაშო."