თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2021, 23:37
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1349,
კომენტარები: 4
ბერბა და ოუენი: "დატოვე კლუბი"
მისი დრო ამოიწურა.
ბერბა და ოუენი:
მისი დრო ამოიწურა - დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი მოუწოდებენ ჯესი ლინგარდს, დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდები დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი თვლიან, რომ ჯესი ლინგარდს კარიერის გადასარჩენად "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა სჭირდება. 28 წლის ფეხბურთელმა შაბათს, FA თასის მესამე ტურში, "უოტფორდთან" გამარჯვებისას, მხოლოდ მესამედ გამოჩნდა. აქამდე ორი თამაში კარაბაოს თასზე ჩაატარა და საერთოდ არ უთამაშია არც პრემიერ ლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ თვეში ლინგარდმა შეიძლება დატოვოს კლუბი და ბერბატოვი აცხადებს, რომ ნახევარმცველის ინტერესებში შედის წასვლა.

ბერბატოვს სტადიუმ ასტრომ ჰკითხა, რა უნდა ქნას: "პატიოსნად, მისი დრო ამოიწურა. ‘ის არ თამაშობს. მას ჰქონდა შანსი გაბრწყინებულიყო, დაემტკიცებინა რამდენად კარგია, რამდენად კარგი შეიძლება იყოს. ეს გვიჩვენებს, რომ ამ მომენტისთვის ოლე მას ისე არ ენდობა. ასე რომ, როდესაც ამდენ ხანს იყავით ერთ გუნდში და 28 წლის ასაკში ხართ, უკან უნდა გაიხედო და დაფიქრდე: "საკმარისს მივაღწიე? კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქ გავაკეთე? დასრულდა ჩემი დრო?. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ მას სჭირდება ცვლილება, უნდა წავიდეს სხვაგან სათამაშოდ."


"ეს არ იქნება "იუნაიტედის" დონის გუნდი, მაგრამ ის მეტ სათამაშო დროს მიიღებს იმისათვის, რომ დაუბრუნდეს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია, რადგან მახსოვს, ინგლისში დაიწყო გოლების გაიტანა. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გაქრა და მან უნდა აღმოაჩინოს ისეთი ფორმა, რომელიც მანამდე ჰქონდა."

მაიკლ ოუნეცი ბერბატოვის მსგავსაც ფიქრობს, რომ ჯესიმ კლუბი უნდა დატოვოს.

"როდესაც მე და ბერბა ვიყავით გუნდში, ჩვენ ვნახეთ მისი განვითარება. ის ახლა იმ ეტაპზე გადავიდა, სადაც რეგულარულად უნდა თამაშობდეს გუნდში მის ასაკში," - განმარტა ოუენმა. "ის იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ასე რომ მან იცის რას გრძნობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. ახლა ეს მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა, მისი კარიერული გადაწყვეტილებაა: მსურს ცოტა ვითამაშო და დავრჩე ერთ-ერთ მსოფლიოს უდიდესი გუნდში, თუ მსურს რეგულარულად ვითამაშო, მაგრამ ამდენი რამის მოგების შანსი მექნება? ეს არის დაბალანსების აქტი. მე რომ ვიყო "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი ეს დრო, ალბათ წავალ და ვეცდები, ცოტა უფრო რეგულარულად ვითამაშო."

https://metro.co.uk/
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Green street
11 იანვარი 2021 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ინტერნეტ სივრცეში რომელიღაც სპორტულ გვერდზე იყო გამოკითხვაა დაასახელეთ მატჩიი რომლის ნახვამაც დიდი სიამოვნება მოგანიჭათ ლიგაზეაა საუბარი

და 80 % არის თუ არაა იუნაიტედის და რეალის ფანიი , აღიარეს 2003 წლის მატჩი ოლდ ტრაფორდზეეე 4-3

ეს იყო შოუ ნამდვილი ლეგენდების მატჩი სასწაული საყურებელი იყოო დაფრინავდნენ ორივე გუნდიი, თან მაგ წელს ლიგის ფინალი ოლდ ტრაფორდზე იყო

მაგ თამაშს ნაყურები მაქვს ბევრჯერ და არ მბეზრდება ყურება, ორი დიდი ლეგენდარული გუნდი ლეგენდარული ფეხბურთელებით სასწაული ატმოსფერო იყო

ოლდ ტრაფორდის პუბლიკაბ ფენომენს რომ ტაშიი დაუკრაა ეს იყოო უდიდესი კლასი და პატივისცემააააა რაც არასდროს ეშლებოდა STRETFORD END)
0
№2
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2021 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9065
თვითონ ხვდება მაგას ყველაზე კარგად და წავა აცადეთ ცოტა ხანი
0
№3
ავტორი: Markus18
11 იანვარი 2021 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
თამაში დღეს არის 12-ზე თუ ხვალ? 12ზე?
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2021 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 9189
წავა წავა ჯესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

28 თებერვალი 2021, 20:30
ჩელსი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ჩელსი28 თებერვალი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

25 თებერვალი 2021, 23:59
იუნაიტედი0
რეალ სოსიედადი0
ევროპა ლიგა
21 თებერვალი 2021, 23:00
იუნაიტედი3
ნიუკასლი1
პრემიერ ლიგა
18 თებერვალი 2021, 21:55
რეალ სოსიედადი0
იუნაიტედი4
ევროპა ლიგა
რეალ სოსიედადი25 თებერვალი
ნიუკასლი21 თებერვალი
რეალ სოსიედადი18 თებერვალი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top