დიმიტარ ბერბატოვი ფიქრობს, რომ პრობლემა არა ფეხბურთელში, არამედ გუნდშია.
"მე ის ძალიან მომწონს და მისი ნიჭის თაყვანისცმცემელი ვარ. ის ძალიან კარგად და სწორად თამაშობდა როგორც "აიაქსში" ასევე ნაკრებში. მე ვერ ვუყურებ ვარჯიშებს, თუმცა ის დრო რასაც ის იღებს საკმარისი ნამდვილად არ არის. მას ზედიზედ ჭირდება თამაშების ჩატარება, რომ ნდობა მოიპოვოს."
"ვხედავ, რომ მისი თავდაჯერებულობა არ არის მაღალი და ეს ნორმალურია, რადგან როცა არ თამაშობ იწყებ საკუთარი თავის დადანაშაულებას და საკუთარ თავთან კითხვების დასმას."
"არ გამიკვირდება, თუ ის სხვა გუნდის ძებნას დაიწყებს და წასვლას მოითხოვს. ვერც ვერავინ დააბრალებს, რომ მან ვერ გაამართლა." - თქვა ბულგარელმა.