”გვსურს განვაცხადოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე ფაკუნდო პელისტრი ინფიცირებულია.
"ის ამჟამად კარანტინშია თავის სახლში. დაავადება ასიმპტომურია და მოთამაშე მიჰყვება კლუბის მიერ დადგენილი ყველა ზომას, რომ იზრუნოს ფიზიკური მდგომარეობისთვის."
"მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში. ფაკუნდო მალე კვლავ ივარჯიშებს თანაგუნდელებთან ერთად".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პელისტრის შეეძლო პირველი გუნდიში დებიუტი ჩაეტარებინა FA Cup-ის მატჩში "უოტფორდთან", თუმცა, კორონავირუსის დადასტურების გამო, დებიუტი გადაიდო.