გადადებული მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარნლის" შორის შეიძლება აღარ შედგეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
ინგლისის თასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბარნლის მთავარმა მწვრთნელმა შონ დაიჩმა თქვა: "ჩვენ გვყავს რამდენიმე ინფიცირებული, რაც ნამდვილად იმოქმედებს ჩვენზე. რამდენიმე დადებითი ტესტი დაფიქსირდა და ახლა ჩვენ უნდა შევადგინოთ შემადგენლობა."
"შევძლებთ ხვალინდელ მატჩში გასვლას? ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დიახ - 14-ზე მეტი მოთამაშის შეგროვება შეგვეძლება. დღეს ეს სიტუაციაა, თუ რა მოხდება შემდეგ, ვნახავთ".
შეგახსენებთ, რომ ბარნლისთან მატჩი მიმდინარე სეზონის პირველ ტურში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო, რადგან "იუნაიტედმა" გვიან დასრულა ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონში.