FA-მ გაავრცელა განმარტებები მისი გადაწყვეტილების შესახებ, რატომ დააჯარიმა "იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი სამი თამაშით და 100,000 ფუნტი სტერლინგით.
FA-მ აღიარა, რომ პოსტი არ იყო რასისტული, მაგრამ მაინც დაადანაშაულა "მანჩესტერ იუნაიტედი" იმაში, რომ კავანს არ აუხსნა სოციალური მედიის წესები.
"კომისია კმაყოფილი დარჩა იმით, რომ შეტყობინება იყო მეგობრული პასუხი ფეხბურთელის მხრიდან, მისი ურუგვაელი მეგობრის პოსტზე და რომ იგი არ იყო რასისტული ან შეურაცხმყოფელი მისი მეგობრისთვის ან სხვებისთვის". - ნათქვამია FA-ს განცხადებაში. თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ მოთამაშეს არ ჰქონდა ცუდი განძრახვა."
"ფეხბურთელის მაღალი სტატუსის, ინგლისურ ენაზე ლაპარაკის უუნარობის და ის ფაქტი, რომ მას ინსტაგრამის 8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, კომისიას გაუკვირდა, რომ კლუბმა არ უზრუნველყო მოთამაშის ტრენინგი."
"მანჩესტერ იუნაიტედის" პრესსამსახური გამოეხმაურა FA განცხადებას:
"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ FA კომისიამ დაადასტურა, რომ ედინსონ კავანის პოსტი არ იყო რასისტული, ვინმეს შეურაცმყოფელი და ფეხბურთელის მხრიდან არ არსებობდა რაიმე ცუდი განძრახვა."
"ჩვენმა კლუბმა და თავად ფეხბურთელმა არაერთხელ გამოავლინეს თავიანთი მხარდაჭერა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი და ედინსონმა გადაწყვიტა არ გაესაჩივრებინა ბრალი ამ ბრძოლის სოლიდარობისთვის"
"იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო” გულწრფელი შეცდომა", "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტს მოთამაშისთვის სასჯელი არ უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ეს არ ეწინააღმდეგება FA წესებს."