ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ დონი ვან დე ბეკი დაიმკვიდრებს თავს "მანჩესტერ იუნაიტედში" და გუნდს სარგებელს მოუტანს. ვან დე ბეკმა "წითელ ეშმაკებში" მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა სექტემბერში "აიაქსიდან" გადმოსვლის შემდეგ, რაც კითხვებს აჩენს "იუნაიტედის" გადაწყვეტილებასთან დაკავშირირებით ნიდერლანდელთან ხელმოწერაზე და არა ჯეკ გრლიშზე ან ჯადონ სანჩოზე.
"დონიმ ძალიან კარგად ითამაშა, როდესაც მას შესაძლებლობა მიეცა. მე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ძალიან ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას და ამბობთ:" ოჰ, ის არ თამაშობს, ეს წარუმატებელია. თუ ვიქტორ ლენდელოფის და ფრედის მაგალითს მოიყვანთ, ნახავთ, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება და ახლა ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ჩვენს გუნდში, იგივე მოხდება დონისთანაც."
”ის მოვიდა გუნდში, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის ნახევარდაცვის ხაზი და კონკურენციას უწევს, ბრუნო ფერნანდეშს, ხუან მატასა და ჯესი ლინგარდს. ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი მყავს, მათ შორის პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი, სკოტ მაკტომინი და ფრედი, დონი კი წარმატებული იყო, როდესაც ის მოედანზე შემოვიდა. ის ყოველთვის მზად არის სათამაშოდ, ბევრს მუშაობს ვარჯიშებზე, საკუთარ თავში დარწმუნებულია და ბევრ მატჩში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენთვის. შემდეგ სეზონში კი ის უფრო და უფრო დაიხვეწება".
”ამ სეზონში ხშირად ხდება როტაცია, მოთამაშეები თამაშობენ საჭირო დროს. ჩვენ გვქონდა უამრავი ტრავმა და დატვირთული გრაფიკი, ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენ კარგად გამოვიყენეთ როტაცია და ამან შედეგი გამოიღო. ვთქვათ ჯესი, ან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ასე ბევრი არ უთამაშიათ, ახლა მზად უნდა იყვნენ, რომ დაგვეხმარონ, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებათ. შეხედეთ ერიკ ბაის, რომელიც გამოვიდა და ბრწყინვალედ ითამაშა. მას ჰქონდა დაზიანებები და სისხლჩაქცევები, მაგრამ მან კარგად უნდა იმუშაოს ფიტნესზე. ეს არის სამუშაო მწვრთნელებისთვის, მაგრამ მოთამაშეებმა ასევე უნდა გააკეთონ კარგად ვარჯიში. როდესაც შანსი გექნება, მზად უნდა იყო ამის ასაღებად ", - დასძინა სოლსკიაერმა.