"საუთჰემპტონთან" დამარცხების შემდეგ, კლოპმა თქვა: "ჩვენ ვერ შეცვლით ამას. "იუნაიტედმა" 2 წელში მეტი პენალტი მიიღო, ვიდრე ჩვენ 5 ნახევარში. არ ვიცი ჩემი ბრალია თუ რამე სხვისი. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? მაგრამ არანაირი გამართლება არ არსებობს იმისთვის, თუ როგორ ვითამაშეთ."
ჟურნალისტებმა ოლეს კომენტარი სთხოვეს კლოპის სიტყვებზე, რაზეც სოლსკიაერმა თქვა: "ჩვენ დაგვიდეს მეტი პენალტი? და ეს ალბათ ფაქტია! [იცინის]
"ეს ჩემი პასუხია. იყოს ფაქტი, რომ მოგვცეს მეტი პენალტები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მათ რამდენი პენალტი ჰქონდათ".
"მე არ ვკარგავ დროს მათი 11 მეტრიანების დათვლაზე, მაგრამ თუ ის ასე წუხს იმაზე, რამდენჯერ მოხდა ჩვენი ფეხბურთელების საჯარიმოში წაქცევა, დაე თვალოს. ამის დრო არ მაქვს".
"მე ვერ ავხსნი მწვრთნელები რატომ ამბობენ ასეთ რამეებს. მე უბრალოდ ვიგრძენი, რომ ამან იმუშავა FA თასის ნახევარფინალში გასულ წელს, როდესაც ფრენკ ლამპარდმა ასევე ისაუბრა ამის შესახებ და ჩვენ არ დაგვინიშნეს აშკარა პენალტი. ასე რომ, შესაძლოა ეს მხოლოდ არბიტრებზე ზეგავლენის საშუალებაა."
”არ ვიცი ეს თუ ასეა, ნამდვილად არ მაინტერესებს. თუ ჩვენს ფეხბურთელს საჯარიმოში წააქცევ, ეს ჯარიმაა. აქ ყველაფერი მარტივია". - დაასრულა ოლემ.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.