"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ლისაბონის "სპორტინგის" შემტევით პედრო გონსალვეშით, ბრუნო ფერნანდეშის ხელმოწერიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი სურვილი აქვს პედრო გონსალვეშის გაფორმების, ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის ყურადღება მიიპყრო.
ერთი გულშემატკივარი იქამდე მივიდა, რომ კლუბს სოციალური მედიის საშუალებით ეხვეწებოდა, რომ უკვე საკმარისი ზიანი მიაყენეს "სპორტინგს" ბრუნო ფერნანდეშის ხელმოწერით გასულ სეზონში.
"ბიჭებო, სერიოზულად, არა. უბრალოდ არა. გთხოვთ, გვეყო. თქვენ უკვე გყავთ ბრუნო", - გამოაქვეყნა გულშემატკივარმა.