ორმხრივი შეთანხმების შედეგად, დიეგო კოშტამ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა.
ფეხბურთელს სურს პრემიერ ლიგაში დაბრუნება, ამიტომ დაბლოკა თურქული, ჩინიური და სხვა კლუბების შეთავაზება. პრესაში იწერებოდა, რომ კოშტა "ვულზვთან" შეთანხმდა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" იგალოს შემცვლელად სწორედ დიეგო კოშტას განიხილავს. არ არის გამორიცხული მისი ტრანსფერი რამდენიმე დღეში შედგეს.