"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა, რომ რობინ სადლერი დაიკავებს სარეაბილიტაციო და ფიზიოთერაპიის ხელმძღვანელის პოსტს.
ეს არის ახალი პოზიცია კლუბის სტრუქტურაში და სადლერი იმუშავებს არა მხოლოდ მთავარ გუნდთან, არამედ აკადემიის გუნდებთან და ქალთა გუნდთან.
ბოლოს, რობინი მუშაობდა დერბიში, როგორც მთავარი ფიზიოთერაპევტი, მანამდე კი "მანჩესტერ სიტის" ძირითადი გუნდის, აკადემიასა და სამედიცინო განყოფილებებში 17 წელი გაატარა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო მეცნიერების და მედიცინის სამწვრთნელო შტაბი და გუნდი მოუთმენლად ელოდება რობინთან მუშაობას", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.