"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ დარენ ფლეტჩერი შეუერთდება პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბს.
დარენი არის კლუბსი აღძრდილი და 20 წელი გაატარა კლუბში. მან პირველ გუნდში ითამაშა 2003 წლიდან 2015 წლამდე და ჩაატარა 340 მატჩზე მეტი.
ფლეტჩერი წვრთნიდა "იუნაიტედ" U16- ს გასული წლის ოქტომბრიდან, მაგრამ ახლა იმუშავებს ოლე გუნარ სოლსკიაერის სამწვრთნელო შტაბში.
"იუნაიტედთან" ერთად დარენმა მოიგო პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული, FA თასი, ორი ლიგის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა: "დარენს აქვს "იუნაიტედის" სრული დნმ და მან ზუსტად იცის რა სჭირდება ჩვენს კლუბში მოთამაშეს. ის სამწვრთვრთნელო კარიერის დასაწყისშია და გამოცდილია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ერთგულება. მისი შრომისმოყვარეობა შეავსებს ჩვენს სამწვრთნელო შტაბის თვისებებს."
რამდენიმე სიტყვით თქვა დარენ ფლეტჩერმა:"ძალიან მოხარული ვარ, რომ კლუბში დავბრუნდი, როგორც პირველი გუნდის მწვრთნელი. წინ ამ ახალგაზრდა გუნდს საინტერესო პერიოდები ელის და მჯერა, რომ მწვრთნელის კარიერაში გადავდგავ ნაბიჯს ოლესთან და მის ბიჭებთან ერთად."