ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადაწყვეტილება მიიღო და ექვს ფეხბურთელს უშვებს. ნორვეგიელი ფიქრობს, რომ ამ ფეხბურთელებს მის გუნდში მომავალი არ აქვთ. ეს ფეხბურთელები საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს იღებენ და ოლეს აზრით მათი გაშვება სწორი გადაწყვეტილებაა.
მარკუს როხო და სერხიო რომერო კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობებიან. ასევე წავა ფილ ჯონსი, რომელიც სავარაუდოდ "ვესტ ბრომვიჩში" ითამაშებს.
დენ ჯეიმსი და ჯესი ლინგარდი კლუბს 1 წლიანი იჯარით დატოვებენ. ასევე იჯარით წავა ბრენდონ უილიამსი, რომლის მიმართ დიდ ინტერესს "ლევერკუზენი" და "საუთჰემპტონი" იჩენს.