"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ტიმოთი ფოსუ-მენსამ უარყო ახალი ხელშეკრულება. კლუბს ავტომატური გახანგრძლივების პუნქტი აღარ აქვს. რადგან 2020-ის აპრილში ის უკვე გამოიყენა. ამიტომ "იუნაიტედი" იძულებულია, მენსა უფასოდ გაუშვას.
კლუბმა მას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა 2024 წლამდე, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა და მიზეზად სათამაშო დროის უქონლობა დაასახელა. "მარსელი" და "ჰერტა" მზადყოფნას გამოთქვამენ ზამთარშივე გადაიხადონ მოკრძალებული თანხა.