"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანფერო პოლიტიკას ცვლის და სულ სხვა მიმართულებით მიდის. ინიციატორი კი ოლე გუნარ სოლსკიაერია.
სოლსკიაერმა განმარტა, რომ მას სურს, "იუნაიტედმა" თავი შეიკავოს წარსული პოლიტიკისგან, რომელიც ძირითადად ვარსკვლავების შეძენაზე იყო ორიენტირებული. ამის ნაცვლად მას სურს, რომ კლუბმა ყურადღება გაამახვილოს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე.
ზუსტად ამიტომ შეიძინეს ფაკუნდო პოლისტრი და ამად დიალო ოქტომბრის ბოლო დღეს.
სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანოს თანახმად, "იუნაიტედი" ახლა განიხილავს ნორვიჩის მცველის აარონსისა და ეკვადორელი ტალანტის კაისედოს ტრანსფერს. სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება რამდენიმე დღეში.
რომანომ ტვიტერზე თქვა: "მანჩესტერ იუნაიტედს" თვეების განმავლობაში აქვს დაკვირვება მაქს ააროსნზე. ამ ეტაპზე არცერთი ოფიციალური შეთავაზება ან რამე მოლაპარაკება არ არის დაწყებული, ჯერ ისინი ახლოსაც არ არის მაქსის შეძენასთან."
"მოისეს კაისედოს რაც შეეხება, მოლაპარაკებები არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ."
"იუნაიტედი" მზად არის აარონ ვან-ბისაკას კონკურენციისთვის კიდევ ერთი მცველი შეიძნოს.