"მანჩესტერ იუნაიტედს" დღეს დიდი ალბათობით დააკლდებიან ვიქტორ ლინდელოფი და მარკუს რეშფორდი,რაც შეეხება აარონ ვან ბისაკას,ის დღევანდელი შეხვედრისთვის მზად იქნება.
"ვულვზს" არანაირი ახალი დანაკლისი არ აქვს და გასული მატჩის იდენტური შემადგენლობა იქნება მათთვის ხელმისაწვდომი.
იცოდით თუ არა რომ
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება,რომ ზედიზედ 10 საშინაო მატჩში არ დამარცხდეს "ვულვზის" წინააღმდეგ.
"ვულვზს" პრემიერ ლიგაში აღზევების შემდგომ კვლავ არ წაუგია "წითელ ეშმაკებთან",მათ ანგარიშზე 1 მოგება და 3 ფრეა.
"ვულვზს" 2012 წლის შემდეგ კვლავ ექნება შანსი,რომ ზედიზედ 3 გასვლითი შეხვედრა არ წააგონ.