ბრუნო ფერნანდეში აღიარებს,რომ როდესაც გასახდელში შევიდა და დამწუხრებული სახეები დაინახა "გაუხარდა".
"ლესტერ სიტისთან" ნათამაშები ფრის შემდეგ,"იუნაიტედს" გაუქრა შანსი,რომ ტური მეორე ადგილზე დაესრულებინათ და "ლივერპულთან" ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულა ყოფილიყო.
ბრუნო - "კარგია როდესაც დამწუხრებული ხარ"
"როდესაც გასახდელში უკმაყოფილო სახეები დავინახე,გამიხარდა,რადგან ყველა აანალიზებდა,რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა."
"გუნდში იქმნება გამარჯვებულის მენტალიტეტი და ფრით კმაყოფილნი რა თქმა უნდა არ ვართ"
"მათ კარგი გუნდი ჰყავთ,თუმცა ვფიქრობ,იმდენი შანსი გვქონდა,რომ მოგება შეგვეძლო,ხოლო როდესაც 85-ე წუთზე 2-1 იგებ,გოლის გაშვება მოსალოდნელია"