"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეაჯამა ლიგის თასის მეოთხედფინალის შეხვედრა ევერტონთან რომელიც ეშმაკებმა ანგარიშით 2-0 მოიგეს.
"ფეხბურთში, წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება ამა თუ იმ მომენტში, რადგან პირველი ბურთი ყოველთვის ცვლის თამაშის მიმდინარეობას. მე კარგად ვიცოდი, რომ ჩემს ცვლილებებს შეიძლება გავლენა მოეხდინა მატჩის მსვლელობაზე."
"ჩვენ კარგად დავიწყეთ მატჩი, პირველი 20-25 წუთი ვიყავით შესანიშნავები შეტევაში და 2-3 გოლის გატანაც უპრობლემოდ შეგვეძლო, მეტოქეს კარგი თავდაცვის გეგმა ჰქონდა, მაგრამ 70 წუთის შემდეგ ჩვენ ისევ ძალიან კარგები ვიყავით"
"პირველ ნახევარში ედისონს უნდა გაეტანა 3 გოლი. ის თავდამსხმელია, კარგად მოძრაობს ქმნის სივრცეებს და ოსტატურად მოქმედებს მოედნის ყველა ნაწილში.
"შესანიშნავი მატჩი იყო იმითაც, რომ გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ შეხვედრას რამაც უფრო სანახაობრივი გახადა მატჩი, ორივე გუნდი კარგად იბრძოდა ამიტომაც იყო საკმაოდ ბევრი ყვითელი ბარათები და მომენტები ორივე გუნდის კართან. ეს მომწონდა".
"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებას მოგვიტანენ და გარდატეხას შეიტანენ ყველა თამაშში. დაცვაში თამაშიც ძალიან კარგად გამოგვდის და მიხარია რომ ამ ასპექტში ძალიან მომატებული გვაქვს. ბიჭები ძალიან კარგ ხასიათზე არიან, ახლა დასვენების დროა, რადგან მჭიდრო გრაფიკის ფონზე ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ამიტომ ენერგის და ხასიათის შენარჩუნება მთავარია შემდეგი მატჩებისთვის."
”დიახ, ჩვენ ნახევარფინალში ვართ რაც ძალზედ სახიარულოა. თუმცა, ზოგჯერ ნახევარფინალი ფინალზე რთულია ხოლმე, რადგან ყველაზე ცუდი მომენტია ნებიამიერი ტურნირის დასასრულებლად", - განაცხადა სოლსკიაერმა.