"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მოთამაშემ, დიმიტარ ბერბატოვმა Betfair-თან ინტერვიუში გუნდის საჭირო მიზნებზე და ტრანსფერებზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედს ალბათ ურჩევნია, რომ ცოტა ხნით კიდევ ტიტულის ბრძოლის რადარის ქვეშ დარჩეს. არავინ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ მოახერხა "იუნაიტედმა" მოულოდნელად "პრემიერ ლიგის" ცხრილში მესამე ადგილის დაკავება ისე, რომ ერთი ნაკლებით თამაში აქვთ ნათამაშები.
კვირას "ლიდს იუნაიტედმა" დიდი სივრცეები დაუტოვა ბრუნოს და რაშფორდს, რამაც მათი აფეთქება გამოიწვია. არის თამაშები სადაც ყველაფერი ისე მიდის როგორც შენ გსურს, ეს მოხდა "ლიდსთან". მათ კარგი გოლები გაიტანეს და სკოტ მაკტომინემ იდეალური მატჩი ჩაატარა და შოტლანდიელი ბრწყინვალე ფორმაშია.
მათ უნდა დაისახონ მიზნად ტიტულის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება, მითუმეტეს რომ ეს სეზონი მოულოდნელობებითაა სავსე და ცხრილის ზემოთ ქულებს შორის სხვაობა მცირეა და ხშირი ცვლა მიმდინარეობს.
სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მალე გაიხსნება, იმის მიხედვით თუ როგორ ითამაშა გუნდმა "შეფილდის" და "ლიდსის" წინააღმდეგ, ვფიქრობ შეტევის გაძლიერება "წითელ ეშმაკებს" არ სჭირდებათ. მათ უნდა იზრუნონ ცენტრალური მცველის მოყვანაზე, თუმცა მე არ ველოდები ამ ტრანსფერის იანვარში განხორციელებას." - დაასრულა ბულგარელმა.
მანჩესტერელებმა ამ სეზონში კარის მშრალად შენახვა მხოლოდ სამჯერ შეძლეს, და ამის მიუხედავად ცხრილის ლიდერ "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩებიან. არ დაგვავიწყდეს რომ "იუნაიტედს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები.