კარაბაოს თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარლო ანჩელოტის "ევერტონი" 0-2 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური მატჩი კი "ტოტენჰემსა" და "ბრენტფორდს" შორის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ წელს 2-მატჩიანი დაპირისპირებები აღარ იქნება და ფინალისტის ვინაობას ერთი შეხვედრა გადაწყვეტს. როგორც ცნობილია, მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 5 ან 6 იანვარს გაიმართება.
შეიცვალა ფინალის თარიღიც, თებერვლის ნაცვლად ფინალური დაპირისპირება 25 აპრილს გაიმართება, იმ იმედით, რომ გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება შეეძლებათ.