ლიგის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე, "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა "წითელი ეშმაკები ჩაებარებინა..
"მე მაინც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს სერ ალექსთან,” - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს The Telegraph . - მას შევხვდით, როდესაც მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მაშინ უკვე ახლოს ვიყავი მადრიდის "რეალში" გადასვლათან. მე მის ჟესტს ვაფასებდი, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა და აღარასდროს მქონდა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის შესაძლებლობა."
"რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფანტასტიკური კლუბია, ფანტასტიკური გუნდი და მე მათ ბევრჯერ ვებრძოდი, როდესაც სერ ალექსი იქ იყო და მე ვმუშაობდი "ჩელსიში". მე დიდ პატივს ვცემ "იუნაიტედს", ამ კლუბს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორია მსოფლიო ფეხბურთში, ისევე როგორც "მილანს" ან "რეალს".
ანჩელოტიმ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს დაუპირისპირდეს "წითელი ეშმაკების" მთავარ ვარსკვლავს ბრუნო ფერნანდეშს.
"ლიგის მატჩიდან მივხვდი, რომ თუ მას ცოტა თავისუფალ ადგილს მისცემთ, უკვე მკვდარი ხართ. თავიდან უნდა ავიცილოთ ის ხარვეზები, რომელსაც ის იყენებს. ფერნანდეში ახლა ფანტასტიკური ფეხბურთელი და "იუნაიტედის" მთავარი მოთამაშეა, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ".