"მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ვეტერანი - 74 წლის ასაკში ჯონ ფიცპატრიკი გარდაიცვალა.
ფიცპატრიკი კლუბის ახალგაზრდულის წევრი იყო. პირველი დებიუტი შედგა 1965 წლის თებერვალში, იგი შეცვალზე შემოვიდა "სანდერლენდთან" მატჩში. ამის შემდეგ მან 9 სეზონი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე", ჩაატარა 147 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.
ჯონი იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა 26 წლის ასაკში, მუხლის ტრავმის გამო.
”მანჩესტერ იუნაიტედში" ყველანი მწუხარებას გამოთქვამენ და თანადგომას უცხადებენ ჯონის ოჯახსა და მეგობრებს ამ რთულ პერიოდში”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.