თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2020, 12:23
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1427,
კომენტარები: 9
ოლე თამაშის შემდეგ
როცა ჩვენი დაპირისპირების ისტორიას ვყვებოდი, ზოგიერთ მათგანს თვალები შუბლზე აუვიდა.
ოლე თამაშის შემდეგ
წითლების დომინირება

ბიჭებმა დღეს დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, კარგად იმოძრავეს, მაგრამ მათ კიდევ უფრო გაუადვილდებოდათ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ბიჭები 75000 გულშემატკივარს წინ ითამაშებდნენ. ეს მატჩი ისტორიაში შევა, როგორც "იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო თამაში "ლიდსის" წინააღმდეგ.

სწრაფი დასაწყისი

ეს შესანიშნავი დასაწყისი იყო! პირველი წუთიდან ეს ფანტასტიკური იყო! ჩვენ გვქონდა გეგმა, თუ როგორ გვემოქმედა და შეგვეტია. სკოტიმ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა! ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, გავაანალიზეთ მეტოქის თამაში და ვაჩვენეთ ბიჭებს უამრავი ვიდეო "ლიდსის" შესახებ. დაპირისპირების ისტორიის მოყელის შემდეგ,ზოგიერთ მათგანს თვალები შუბლზე აუვიდა. ბოლოს, მათ თავიანთი საქმე საუკეთესოდ შეასრულეს.

კარგი რეკლამა პრემიერ ლიგისთვის

დიახ, "ლიდსი" არასდროს ჩერდება. ლიდერობენ ისინი 4-0 თუ აგებენ 0-4, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი გიბიძგებენ, ბოლომდე იბრძოლო და მუდმივად იყო კონცენტრირებული. ამავე დროს, ისინი ქმნიან შანსებს, ანგარიში ადვილად შეიძლება იყოს 12: 4. ჩვენც და მათც შეგვეძლო გატანილი გოლების გაორმაგება. ეს აჩვენებს, თუ როგორ გრძნობს ორივე გუნდი ფეხბურთს და ეს ასეც უნდა იყოს.

ძლიერი ნახევარდაცვა

სკოტი და ფრედი არიან ბიჭები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან - ისინი დარბიან და დარბიან და დარბიან. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მატჩი ჩვენი ფიტნესის გამოცდა იქნებოდა და ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს ამით. სკოტი ფიზიკური მონსტრია! ის საკუთარ თავზე ყოველდღე მუშაობს, არასდროს არაფერს იკლებს და ამისთვის დივიდენდებს იღებს.

დაფიქსირებული გოლის სხვაობა

ზოგჯერ ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ხელიდან არ გავუშვათ და არ გავჩერდეთ გოლის გატანის მცდელობებში, ამიტომ ვნახოთ რას მივიღებთ ბოლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, გუნდურად ვხდებით უკეთესები. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ჯეიმსის შესახებ სასტარტო შემადგენლობაში

ვფიქრობ, თქვენ ნახეთ ის, რაც მან დღეს გააკეთა ჩვენთვის. ის ყოველთვის კონცენტრირებული იყო შეტევაზე, მოქმედებდა სწრაფად, მკვეთრად. რაც შეეხება მის წაქცევას, მე არ ვიცი ეს იყო საჯარიმოს გარეთ თუ მის შიგნით, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა ყოფილიყო პენალტი ან საჯარიმო დარტყმა. სამაგიეროდ, მან მიიღო ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის - პირადად მე შოკირებული ვიყავი მსაჯების გადაწყვეტილებით!

დაიწყეთ მონაწილეობა ჩემპიონულ რბოლაში?

ჩვენ მხოლოდ სეზონის მესამედში ვართ, ნახევარზეც კი არ ვართ, ამიტომ არ ვუყურებ ცხრილში ჩვენ პოზიციას. ახლა ჩვენ ვაკვირდებით გუნდის გაუმჯობესებას, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან ვიცოდით, რომ ამ კომპონენტში ჩამოვრჩებოდით. პირველ მატჩებში ეს შესამჩნევი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უკეთ მომზადებული და ძლიერი გუნდი მივიღეთ.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Takashi Fukunishi
21 დეკემბერი 2020 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ფრედი გუნდის ხერხემალი გახდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
21 დეკემბერი 2020 13:17
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
როცა ჩვენი დაპირისპირების ისტორიას ვყვებოდი, ზოგიერთ მათგანს თვალები შუბლზე აუვიდა. - აი ასეთ შემართებას ამ ფეხბურთელებს თუნდაც ამ თამაშის წინ ვერცერთი მწვრთნელი ვერ მიცემდა. ნახევარზე მეტმა არც იცოდა,ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირების ისტორია. აი ესაა სხვაობა სოლსკიაერს და სხვა მწვრთნელებს შორის. სხვა მწვრთნელის ხელში ეს იქნებოდა პრემიერ ლიგის ერთი რიგითი თამაში და ფეხბურთელებიც ასე მოეკიდებოდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და მუხტს და ოლეს ამის უნარი ნამდვილად აქვს.ნელნელა უფრო დაიხვეწება, კიდე უფრო დიდ ავტორიტეტს მოიპოვებს გასახდელში და გუნდს ერთ დიდ ოჯახად შეკრავას. სწორედ ეს იყო ამ გუნდის უპირატესობა, სწორედ დიდი ოჯახი იყო და ეს განასხვავებდა სხვებისგან. ამ კაცს ამ ოჯახის გაერთიანება და კიდევ უფრო გამყარება შეუძლია. ცუდი,წაგებული,ცუდად მოგებული,უსახურად წაგებული თამაშების მიუხედავად,მე მიყვარს ეს კლუბი, მე მიყვარს მისი ყველა ლეგენდა, ვინც თავისი მცირედი წვლილი შეიტანა და მე ვაფასებ ამ ადამიანების შრომას და თავდადებას. ეს ის ხალხია, სოლსკაიერი,სქოულზი,გიგზი, რომლებმაც ერთხელ თქვეს,ჩვენ სრულაიდ უფასოდაც მზად ვიყავით ამ გუნდში სათამაშოდ. აი დღეს ერთერთი მათგანი უდგას ამ კლუბს სათავაში, 1999 წლის ლიგის ფინალის და ტრიპლეტის გმირ. სწორედ ასეთ იდეალებზე დგას ეს კლუბი. წარსული ჩვენი სიამაყეა, ხოლო მომავალი ჩვენი იმედი.
5
№3
ავტორი: LASHQARA
21 დეკემბერი 2020 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: ALEXFERGUSON

hi2
0
№4
ავტორი: Lukalaba
21 დეკემბერი 2020 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190

დედას ვფიცავარ დამაჟრიალა და ზუსტად იგივე შეგრძნება გამიჩინა❤️
0
№5
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2020 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: The red devi11
ციტატა: ALEXFERGUSON
როცა ჩვენი დაპირისპირების ისტორიას ვყვებოდი, ზოგიერთ მათგანს თვალები შუბლზე აუვიდა. - აი ასეთ შემართებას ამ ფეხბურთელებს თუნდაც ამ თამაშის წინ ვერცერთი მწვრთნელი ვერ მიცემდა. ნახევარზე მეტმა არც იცოდა,ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირების ისტორია. აი ესაა სხვაობა სოლსკიაერს და სხვა მწვრთნელებს შორის. სხვა მწვრთნელის ხელში ეს იქნებოდა პრემიერ ლიგის ერთი რიგითი თამაში და ფეხბურთელებიც ასე მოეკიდებოდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და მუხტს და ოლეს ამის უნარი ნამდვილად აქვს.ნელნელა უფრო დაიხვეწება, კიდე უფრო დიდ ავტორიტეტს მოიპოვებს გასახდელში და გუნდს ერთ დიდ ოჯახად შეკრავას. სწორედ ეს იყო ამ გუნდის უპირატესობა, სწორედ დიდი ოჯახი იყო და ეს განასხვავებდა სხვებისგან. ამ კაცს ამ ოჯახის გაერთიანება და კიდევ უფრო გამყარება შეუძლია. ცუდი,წაგებული,ცუდად მოგებული,უსახურად წაგებული თამაშების მიუხედავად,მე მიყვარს ეს კლუბი, მე მიყვარს მისი ყველა ლეგენდა, ვინც თავისი მცირედი წვლილი შეიტანა და მე ვაფასებ ამ ადამიანების შრომას და თავდადებას. ეს ის ხალხია, სოლსკაიერი,სქოულზი,გიგზი, რომლებმაც ერთხელ თქვეს,ჩვენ სრულაიდ უფასოდაც მზად ვიყავით ამ გუნდში სათამაშოდ. აი დღეს ერთერთი მათგანი უდგას ამ კლუბს სათავაში, 1999 წლის ლიგის ფინალის და ტრიპლეტის გმირ. სწორედ ასეთ იდეალებზე დგას ეს კლუბი. წარსული ჩვენი სიამაყეა, ხოლო მომავალი ჩვენი იმედი.

ზუსტად იმას წერ რისი თქმაც მინდა ტოველთვის ვერაფერს ვერ დავამატებდი მე ბოლომდე დამაჟრიალა ამის წაკითხვის დროს

100%ძმაა
0
№6
ავტორი: Shreki30
21 დეკემბერი 2020 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 171
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ აზრს იმასთან დაკავშირებით რო ოლეს უნდა მოეცეს შანსი და დრო. არ ვაკეთებ შედარებას მაგრამ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან იქნებ ცოტა ჰუმანურები გახდეთ სულშერის მიმართ. როცა ფერგიუსონმა მანჩესტერი ჩაიბარა და ჩაიბარა ძალიან ცუდ მდგომარეობაში 1986 წლიდან მოყოლებული მხოლპდ ერთხელ გავიდა მეორეზე თუ არ ვცდები 4-5 წელი დანარჩენი 11 ან 13 ადგილას ასრულებდა კლუბი პრემიერლიგას. პირველი ტიტული ფერგიუსონის იყო 1990 წელს ინგლისის ასოციაციის თასი და ბევრის აზრით ამან შეუანარჩუნა ასგილი. ეხლა წარმოვიდგინოთ მისთვის დრო რო არ მიეცათ და გაეშვათ 3-4 წლის წარუმატებელი სეზონისთვის. მე მაინც ჩემ აზრზე ვიქნები თუმდაც რამდენიმე იმედგაცრუების მიუხედავად რო დრო უნდა მიცეს და ეს მწვრთნელების სისტემატიური ცვლა კლუბს უბრალოდ ანადგურებს
0
№7
ავტორი: gogita1991
21 დეკემბერი 2020 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
იგივე განწყობა გვინდა 17 იანვარს ლივერპულთან გასვლაზე.. მახსოვს არსენალმა რო პრემიერ ლიგა მოიგო წაუგებლად ეგ სტატისტიკა მანჩესტერმა შეუწყვიტა და ლივერსაც ჩვენ უნდა დავუსრულოთ ეგ ყველაფრი ფერგის მერე ესე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ტიტულთან
0
№8
ავტორი: David_Beckham7
21 დეკემბერი 2020 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ლაშ მაგრად ჩამოაყალიბე ძმა გეთანხმები 100%. სანამ კომენყარების კითხვაზე გადავიდოდი მეც ზუსტად მაგ მომენტზე გამეფიქრა ის მუხტი იყო რამაც 90 წუთი ასე შეუჩერებლად გვათამაშა. ამ გუნდმა ეს შეინარჩუნოს დიდხანს და კიდე მოუმატონ და ყველა გუნდთან 3 ქულაზე შევვეძლება გასვლა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2020 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაზე მეტად ეს მუხტი რო შეინარჩუნონ ეგაა მთავარი, თორე როგორც იციან ხოლმე თუ დაიწყეს არევა დამოვლენ ისევ ცხრილის შუა ნაწილში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top