როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მისი უფროსი ვაჟი კაი გახდა "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდულის მოთამაშე.
"იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა გამოაქვეყნა 11 წლის კაის ხელმოწერილი ფოტო და თან ახლავს კომენტარი: "სიამაყის დღე. კაიმ გააფორმა კონტრაქტი "იუნაიტედთან". გააგრძელე კარგი საქმე, შვილო! "
აღსანიშნავია ოლე გუნარ სოლსკიაერის თანაშემწისა და სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი თანაშემწის მაიკ ფელანის რეაქცია, რომლიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუნისთან.
"გააგრძელეთ ყველაფერი საუკეთესო, ახალგაზრდავ მოუსმინე მამას.", - დაწერა ფელანმა ტვიტერზე.