აგენტ მინო რაიოლამ კვლავ გააკეთა კომენტარი მისი კლიენტის პოლ პოგბას მომავლის შესახებ.
”პოგბა? მე არ მითქვამს, რომ ის იანვარში წავიდოდა, მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, - არამგონია რამე უცნაური მეთქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ."
”პოლს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ბრიტანელები ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემის მიმართ. მე უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი. მე ვთქვი, რომ პოგბა შეიძლება ზაფხულში წავიდეს, რადგან იანვარში კარგი გარიგების დადება ძალიან რთულია."
შეგახსენებთ, რა თქვა რაიოლამ: "წრეზე ტრიალს აზრი არ აქვს, უმჯობესია დაუყოვნებლივ გაარკვიოთ სიტუაცია, დაიწყოთ წინსვლა და დრო არ დაკარგოთ, ერთმანეთის დადანაშაულებაში.. პოლი უკმაყოფილოა "მანჩესტერ იუნაიტედში", მას აღარ შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც სურს და ისე, როგორც მისგან არის მოსალოდნელი. ყველა დაინტერესებული პირისთვის უკეთესი იქნება, თუ ის შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაში დატოვებს "იუნაიტედს".