თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2020, 17:07
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 13
დე ხეა: "უნდა ვეცადოთ პრემიერ ლიგის მოგებას"
დავიდ დეხეას მატჩის შემდგომი განცხადება
დე ხეა:
ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს "უნაიტედს" როგორც ტიტულზე მებრძოლ გუნდს,მაგრამ დავიდ დეხეას აქვს იმედი,რომ ეს გუნდი შეძლებს კონკურენციის გაწევას.

წუხანდელი თამაშის შემდეგ მან MUTV– ის განუცხადა:

"წელს პრემიერ ლიგა საკმაოდ გახსნილია.ბევრი გუნდი იბრძვის ტიტულისთვის,ამიტომ უნდა გვჯეროდეს,რომ წელს ჩვენც შევძლებთ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლას"

"ძალიან უცნაური სეზონია,ბევრი გუნდი იბრძვის პირველი ადგილისთვის,ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი ყოველ თამაში და შევეცადოთ ტიტულის მოგებას"












ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
13 დეკემბერი 2020 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნონ ბიჭებმა და ეს ლაიციგთან მარცხი დაივიწყონ და ყველანაირად გადაერთონ ეპლს . წარმატებებბი ბიჭებს თუ დადებენ ეპლს ჩვენზე ბედნიერი ხალხი მემგონი დედამიწის ზურგზე არ იქნება
2
№2
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2020 17:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ ეტაპზე არ ვიცი მარა სატაბილურობას თუ მიაღწევენ იანვრიდან შანსი იქნება, თუმცა მე მაინც არ მჯერა დიდად ჩემპიონობის მანდ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ჩვენ აშკარად ბევრ რამეში გვაქ მოსამატებელი და დასახვეწი ვართ, თუ ქაოსურ სიტუაციაში გამარჯვებულის ვინაობაზე ვისაუბრებდით მე მაინც მანდ გამოცდილ მწვრთნელებს დავასახლებდი და ვიტყოდი რომ ისევ და ისევ, ლივერპული, სიტი ან ტოტენჰემი მგონია წელს ჩემპიონი ამ სამიდან კი უფრო ტოტე ან ლივერპული, სიტიმ თუ იანვარში 9 იანი გააძლიერა მაშინ სიტიც მარა კლოპს და მოურინიოს გამოვარჩევდი.

პ.ს მოურინიოს ზუსტად ისეთი გუნდი და ფებურთელები ყავს როგორსაც ინატრებდა ჯერ მარტო სონი და კეინი დარწმუნებული ვარ დიდ როლს ითამაშებენ ამ ამბავში თუ რამე გაუთვალისწინებელი ტრანვა არ მიიღო სეზონის განმავლობაში რომელიმემ.
2
№3
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2020 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სტაბილურობა და რატომაც არა❤️
2
№4
ავტორი: Methadon
13 დეკემბერი 2020 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Სულ ღაღაც ოთხი ქულაა სხვაობა პირველ ადგილოსანთან და კარგი კალენდარი გვაქ... Ყველაფერი შესაძლებელია, თან მანჩესტერი სეზონის მეორე ნახევარს უკეთ ატარება ხოლმე, ასე რომ ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს :)
2
№5
ავტორი: onlyred
13 დეკემბერი 2020 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ბევრი რამის გამო გაგვიჭირდება.
ერთი ისაა, რომ არასტაბილურია გუნდი.
მეორე ისაა, რომ უკვე გრანდებთანაც მოვიკოჭლებთ.
ამ კაცს შემართება არ აკლდა არასდროს.
ბრუნოს მეორე კაცი შემართებული.
2-3 კიდე ეგეთი დონის კაცი ეგეთი მოტივაციით და შეილება ბრძოლა.
კავანი კაია და იმედია შეიტანს თავის წვლილს, მაგრამ ბოლო თამაშებში ჩაიკარგა წინ.
4
№6
ავტორი: GOGAruud
14 დეკემბერი 2020 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ბრძოლა შესაძლებელია მაგრამ რეალისტურად რო შევაფასოთ, ამ რესურსებით არამგონია შევძლოთ ტიტულისთვის ბრძოლა, 2-3 ფეხბურთელით შევსება გვესაჭიროება ჰაერივით, მაგალითად თუ ცენტრალური მცველის ყიდვას გადავდებთ ცოტა მერესთვის, თუ შევძლებთ გავხდეთ გამტანი გუნდი, მომენტების დამბოლოვებლები, ერთი კარგი შემსრულებელი გვჭირდება, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ყველაზე ცოტა მარჯვენა ვინგერი გვჭირდება, მანჩესტერს ყოველთვის კარგი ვინგერები ყავდა და საცოდაობაა რო მარჯვნივ ცარიელია სივრცე ვეჩნად, ეს ბისაკა ავა ხოლმე ფაფხურობს და არა რა კაცს არ შეუძლია და რა ქნას, როგორც “გარიგებაში” არის შენი საქმე შვიშტოკიაო ეგრეა მაგის საქმე... კიდე ერთი პრობლემას რაც შევამჩნიე ისაა რო ბრუნოს 90 წუთი საღი აზროვნებით არ შეუძლია თამაში, ბევრს დარბის შრომობს და რო იღლება ბოლოში ბევრ შეცდომებს უშვებს ხოლმე გადაწყვეტილებების დროს. მე პირადად ლიონიდან აუარს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენთან ბრუნოს რო შეეშველოს. ვან დე ბეკი კარგი ხარისხიანი ფეხბურთელია, უბრალოდ ძალიან ნელია, მაგრამ ერთი შეხებით მაგარი თამაში შეუძლია და რავი შეიძლებოდა მაგ ბიჭის წინ უკეთესად გამოყენება მაგრამ არა როგორც ბრუნოს შემცვლელი, მაგის ადგილზე სხვა ტიპის როგორც აუარის სტილის ფეხბურთელი. დაწერეთ თქვენი აზრიც ამაზე, მაინტერესებს...
2
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 დეკემბერი 2020 13:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი არაპროგნოზირებადი სეზონია რო ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ძაან რთული იქნება.
2
№8
ავტორი: Vanga
14 დეკემბერი 2020 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გაჭირდება დავიდ გაჭირდება
2
№9
ავტორი: Smoke - N
14 დეკემბერი 2020 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
შენ,მარსიალი და პოგბა ითამაშებთ გულით ყველაფერი შეილება და ეპლის დადებაც და უეფაც შეიძლება მარა თუ ქეთუსიასავით მოიქცევით და არ გაგყარათ ედიკამ ამ გუნდს მართლა აღარავინ ჩათვლის და არც გრანდებში მოიაზრებენ მალე თუ სასწრაფოდ არ მოუმატე შენ და ის ორი სლე არ წავიდა აქედან რომლებსაც თავი ჰგონიათ გუნდზე მაღლა.
1
№10
ავტორი: ლილუ
14 დეკემბერი 2020 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
პოგბა, ფრედი და მარსიალი გასაშვებია. სჯობს იგალოს მიეცეს უფრო მეტი დრო.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top