თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2020, 17:07
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1483,
კომენტარები: 6
პოლ პოგბა:"როდესაც არ იცი რა ხდება შიგნით ნუ ლაპარაკობ"
"მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ პოლ პოგბამ სოციალურ ქსელში გამოხატა მისი გუნდისადმი ერთგულება.
პოლ პოგბა:
"მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ პოლ პოგბამ სოციალურ ქსელში გამოხატა მისი გუნდისადმი ერთგულება.

როგორც მოგეხსენებათ პოგბას აგენტმა სამშაბათს "ლაიფციგთან" გასამართი შეხვედრის წინ განაცხადა,რომ პოგბას "მანჩესტერული" კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სოლსკაიერი კი ამტკიცებს,რომ პოგბას კვლავ სურს "იუნაიტედში" თამაში და მან ფრანგი გუშინდელ გამართულ დერბიში ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა.

ინსტაგრამ პოსტში კი პოგბამ თქვა:

"მე ყოველთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მანჩესტერ იუნაიტედისთვის,თანაგუნდელებისთვისა და გულშემატკივრისთვის"

"მომავალი შორსაა,დღეს კი სრულიად ჩართული და 1000 პროცენტით კონცენტრირებული ვარ გუნდისთვის.ჩემსა და კლუბს შორის ყველაფერი ნათელია.ეს დამოკიდებულება კი არასოდეს შეიცვლება"

"როდესაც არ იცი რა ხდება შიგნით ნუ ლაპარაკობ"
საიტის სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2020 17:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბოლო ფრაზა ვითომ რაიოლას მიმართ არის ნათქვამი? :/ მაინც ვერ გავიგე რა ხდება.
0
№2
ავტორი: Lalana
13 დეკემბერი 2020 17:58
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: shotkin
ბოლო ფრაზა ვითომ რაიოლას მიმართ არის ნათქვამი? :/ მაინც ვერ გავიგე რა ხდება.

ალბათ ეს მესიჯი უფრო როი კინი,გარი ნევილისა და პოლ სქოულზისკენ არის მიმართული რომლებიც მის აგენტსა და მას ძაან აკრიტიკებენ,ან შეიძლება ჟურნალისტებისკენაც იყოს მიმართული.
0
№3
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2020 18:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
ბოლო ფრაზა ვითომ რაიოლას მიმართ არის ნათქვამი? :/ მაინც ვერ გავიგე რა ხდება.

ალბათ ეს მესიჯი უფრო როი კინი,გარი ნევილისა და პოლ სქოულზისკენ არის მიმართული რომლებიც მის აგენტსა და მას ძაან აკრიტიკებენ,ან შეიძლება ჟურნალისტებისკენაც იყოს მიმართული.


ხო ეგეც კი
0
№4
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2020 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
რავი რას გაიგებ უკვე ძალიან არის ამღვრეული წყალი
0
№5
ავტორი: onlyred
13 დეკემბერი 2020 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
გუნდში დალაგებულია სიტუაციაო, თან არიცით რა ხდება გუნდშიო დდ
რა ნათლად საუბრობს დდ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 დეკემბერი 2020 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამას მაინც ცალი ფეხი სხვა გუნდში აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top