პრესკონფერენციის დროს ოლე გუნარ სოლსკიაერს კვლავ მოუწია პასუხის გაცემა პოლ პოგბას შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე. "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ფრანგი ერთგულად აგრძელებს ვარჯიშს.
”მე ეს უკვე შუა კვირაში ვთქვი: ფეხბურთი გუნდური თამაშია და პოლ გუნდის ნაწილია. მას სურს თამაში და სურს ვარჯიში. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც უარი განაცხადეს ვარჯიშზე და მინდორზე გასვლაზე და რა თქმა უნდა, ისინი აღარ არიან ჩვენს კლუბში, მაგრამ პოლს მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია. ის უბრალოდ ყურადღებას ამახვილებს თავის თამაშზე, როდესაც შანსს მიიღებს ”.
”ეს მისთვის კარგია. მას აქვს ხარისხი, მას სურს კარგად გააკეთოს საქმე, როდესაც მოედანზე გამოჩნდება, როგორც "ლაიფციგთან" მატჩში - მას ძალიან სურს დადებითად აისახოს თამაშზე. რაც შეეხება მის მონაწილეობას ხვალ, მოკლედ გიპასუხებ - ის იქნება მატჩის განაცხადში ”.