თავიდანვე მისი სურვილის წინააღმდეგ.
პოლ პოგბას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ის იანვარში დაბრუნდებოდა იტალიაში. სინამდვილეში, ის "იუვენტუსს" ალბათ არასდროს დატოვებდა.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის 2016 წელს წავიდა, იყო 90 მილიონი ფუნტი და სწორედ "იუვენტუსმა" და მინო რაიოლამ დაარწმუნა ფრანგი, რომ მას ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა. წყაროები, რომლებიც იცნობენ პოგბას ამბობენ, რომ მას საერთოდ არასდროს ქონია "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების სურვილი, რაც აქტუალური პრობლემების სათავეა.
2016 წლის ზაფხულში, ნახევარმცველის სურვილი იყო "ბარსელონა", "მადრიდის რეალი", "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ სიტის" დაინტერესებაც მაცდურია, თუ რამდენად განსხვავებული იქნებოდა პოგბას კარიერა. არიან ფეხბურთელებიც და "სიტიც", რომლებსაც სჯერათ, რომ პეპ გვარდიოლას შეეძლო იგი კევინ დე ბრუენთან ერთად სულ სხვა გაეხადა.
"იუნაიტედში" ზოგი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვაა. ისინი მიუთითებდნენ უფრო მკაცრ რეალობაზე: პოგბა არის 27 წლის ვარსკვლავი, რომელიც მიდის კარიერის მწვერვალზე, რომელთანაც ხელი მოაწერეს, რომ ყოფილიყო "ოლდ ტრაფორდის" კლუბის ტრანსფორმაციული მოთამაშე და ახალი ეპოქის შემქნელი - და მაინც იმედგაცრუება იქნებოდა, თუ ის წავიდოდა.
ზოგიერთი გავლენიანი ფიგურა ახლა ფიქრობს, რომ მისი წასვლა კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
სიტუაციის შესახებ ცნობილი წყაროები ამბობენ, რომ მან არ იცოდა რას აპირებდა მინო რაიოლა ორშაბათს, მაგრამ მისი აგენტის კომენტარი მას საერთოდ არ აწუხებდა. ეს არ არის ისე, რომ ისინი ურთიერთგაგების გარეშე მუშაობენ.
ზოგი ფიქრობს, რომ ახლა სიტუაცია ისე ცუდად არის, რომ პოგბას წასვლა ისე სურს, რომ მას აღარც კი აწუხებს "იუნაიტედის" გაღიზიანება.
ერთ მხარეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა, თქვენ გესმით, რატომ არ სურს ფეხბურთელს საუკეთესო წლების დაკარგვა "ოლდ ტრაფორდზე." ძალიან ბევრი შეუსრულებელი დაპირება იყო. ნათქვამია, რომ საუკეთესო თასებისთვის კონკურენციის შესაძლებლობა ყოველთვის წარმოადგენდა ნებისმიერი ახალი პერსპექტიული საკონტრაქტო მოლაპარაკებების პირობას - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. პოგბას ბანაკში არ ესმით, რატომ იყიდით ფეხბურთელს 90 მილიონ ფუნტ სტერლინგად და არ ააშენებდით გუნდს მის გარშემო.
მეორე მხარეს, ისეთივე სამართლიანი არგუმენტია, რომ პოგბას არ გაუკეთებია ბევრი რამე გავლენის მოსახდენად. არც მან აჩვენა აბსოლიტური ყურადღება. ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაშორებულია ორი მხარე.
ზოგიერთები თვლიან, რომ რაიოლას ინტერვიუ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ისინი ამბობენ, რომ ეს ნამდვილად იყო მესიჯი მყიდველი ნებისმიერი კლუბისთვის, რომ პოგბა ახლა ხელმისაწვდომია და რაც უფრო მალე მით უკეთესი. ეს არ იყო იუნაიტედთან სიტაუციის დაძაბვა, რადგან მათ უკვე კარგად იციან სიტუაცია.
პრობლემა, როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელისთვის, არის ის, რომ რაიოლა ძალიან წინა პლანზე არის ბაზარზე".
სუპერკლუბების უმეტესობას - განსაკუთრებით ესპანეთის და "იუვენტუსს" - კოვიდის გამო უზარმაზარი ფინანსური დილემა ემუქრება. "ბარსელონა" ხელს მოაწერდა მასთან , მაგრამ ფული არ აქვს. მადრიდელები ინარჩუნებენ გარკვეულ ინტერესს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ზინედინ ზიდანი ითვლება კლუბში ერთადერთ დიდ ფიგურად, რომელსაც პოგბა სურს. "პარი სენ-ჟერმენი" აფასებს სიტუაციას, მაგრამ ყველაზე მეტად გარკვეულია "იუვენტუსი".
მათ ახლა პოგბა სურთ და აცნობიერებენ, რომ მოთამაშის გაცვლა შეიძლება იყოს საუკეთესო გზა ამის ასასრულებლად.
ტურინელები გააკეთებენ ასეთ გარიგებას 1 იანვრისთვის. იტალიაში დისკუსია უბრალოდ არ არსებობს. ის კვლავ განიხილება, როგორც ოქროს ბურთის პოტენციური გამარჯვებული და ვარსკვლავი, დიახ - "იუვენტუსს" შეუძლია ააგოს თავისი გუნდი და თავისი მომავალი მის ირგვლივ.
ახლა არის ფეხბურთელი, რომელიც "იუვენტუსში" ამ სტატუსს იკავებს. ეს არის მოთამაშე "იუნაიტედის" აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარის ედ ვუდვარდის დიდი ხანის ნატვრა: კრიშტიანუ რონალდუ.
"იუვენტუსი" სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი მისი პოგბათი შეცვლის იდეისა. რონალდო არის უზენაესი, მაგრამ უზარმაზარი გრავიტაციული გავლენა აქვს მთელ კლუბზე. ფინანსური ვალდებულება, რომელიც მას სჭირდება, ნიშნავს, რომ "იუვენტუსს" არ შეუძლია დაიწყოს პარალელურად პოგბას ტრანსფერი და ამავე დროს მათ სურთ უფრო გუნდური თამაში - რაც უნდოდათ მაურისიო სარისაც და ანდრეა პირლოსაც.
პაულო დიბალა კიდევ ერთი ვარიანტია, მით უმეტეს, რომ ის ტურინში თითქმის იდენტურ სიტუაციაშია, რაშიც პოგბა "იუნაიტედში" იმყოფება. უბრალოდ, დიბალა არასდროს ყოფილა ისეთი გატაცებული "იუნაიტედის" მიმართ და "იუნაიტედს" ახლა ის ნამდვილად არ სჭირდება.
"წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები ადრე არც გაცვლებით იყო დაინტერესებული, მაგრამ რონალდოს პერსპექტივა ამას უფრო მაცდუნებელს ხდის. წყაროების თქმით, ეს სულაც არ არის შეუძლებელი.
ამ ბოლო დროს "იუნაიტედმა" უპირატესობა მიიღო "სიტისთან" შედარებით, მაგრამ შეიძლება ამ შაბათს ჩვეულებრივზე მეტი სჭირდებოდეს. ბოლო ორმა თამაშმა დაადასტურა, რომ კვლავ საჭიროა პოგბას. მან შეცვალა თამაში "ვესტ ჰემ იუნაიტედის", შემდეგ კი "ლაიფციგის" წინააღმდეგ. არავინ უარყოფს ნახევარმცველის ნიჭს.
სოლსკიაერისთვის ეს დილემაა ყველაფრის გათვალისწინებით. შეუძლებელია იქ არ იგრძნო სიმპატია "იუნაიტედის" მენეჯერის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა მემკვიდრეობით გადაეცა.
ასევე არსებობს აზრი, რომ იგი გავლენას ახდენს სხვა სფეროებზე. დინ ჰენდერსონი აღშფოთებულია სათადარიგოთა სკამზე ჯდომით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ "ჩელსი" მას ძირითად ადგილს პირდებოდა და ახლა არსებობს მოსაზრება, რომ ის უფრო თავდაჯერებული მეკარეა, ვიდრე დევიდ დე ხეა. საქმე იმაშია, რომ პოგბას მსგავსად, ესპანელიც არის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე. არ გამოიყურება შესანიშნავად, რომ სკამზე 500,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ხელფასი ზის.
ჩემპიონთა ლიგის დატოვების მიუხედავად, სოლსკიაერი უსაფრთხოა. "იუნაიტედი" ფიქრობს, რომ ამ სეზონში კვლავ არის ტიტულის გამოწვევის შანსი. კლუბის წარმომადგენლობას ხელს უწყობს სოლსკიაერის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი. ისინი ფიქრობენ, რომ ის არის თასების მოგების საუკეთესო პლატფორმა.
პოგბას ბანაკი არ იზიარებს ამ ნდობას. ეს არ არის ერთადერთი სფერო, სადაც განსხვავებაა.
https://www.independent.co.uk/sport?CMP=ILC-refresh